15/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„საქართველოში უკვე იმ ზღვარზე ვართ, რომ საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარაა“,- ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
მისი თქმით, დელტავირუსი ვერაგია.
„ადრე მამაკაცებზე ვთქვი, სანამ დაგემართათ კოვიდი, შთამომავლობაზე იზრუნეთ-თქო, გამლანძღეს, დამცინეს. დაახლოებით ერთი წლის წინ კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდგადატანილებში სპერმის ხარისხი ქვეითდებოდა.
ბოლო დროს წამოვიდაკვლევები, – არა მარტო სპერმის, არამედ ერექციის პრობლემებია, პრაქტიკულად იმპოტენციაზეა საუბარი. თუ გსურთ, მსგავს პრობლემებს აცდეთ, აიცერით „ფაიზერით“ და იარეთ პირბადით,
5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართაკოვიდი, ეს ნიშნავს, რომ მას შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას, ამიტომ მოგიწოდებთ, ყველა უნდა ავიცრათ გარშემო, რომ ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ!
ვინ არის შედეგებზეპასუხისმგებელი?! ანტივაქსერების სექტა, რომლებიც უარს აცხადებენ აცრაზე და პირბადეზე საკუთარი უფლებების მოშველიებით. თქვენს უფლებებზე რომ ლაპარაკობთ, იმ პატარა ბიჭის უფლებებს ვინ იცავს?!
აბსოლუტურადვეთანხმები საფრანგეთის გადაწყვეტილებას, სადაც მატარებელშიც კი ვერ ჩაჯდები, თუ არ ხარ ვაქცინირებული. ძალიან ვნანობ, რომ საქართველოში არ არის ისეთი მთავრობა, რომელიც იტყვის სათქმელს და გასაკეთებელს გააკეთებს! ხალხზე არავინ ფიქრობს! ეს ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც!
ქვეყანადასაკეტი იყო 1 ივლისს 3 კვირით და ასე რომ მოქცეულიყვნენ, ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა.
დღეს საქართველოში 100 ადამიანი გარდაიცვალა – 50 კოვიდით და 50 სხვადასხვა დაავადებებით, იმიტომ, რომ ვერ მართავენ ეპიდემიას.
პირდაპირვამბობ – დაავდებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები გასათავისუფლებლები კი არა, უკვე დასაჭერები ხართ. თქვენს სინდისზეა ამ 100 ადამიანისგარდაცვალება და უკვე იურუდიული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! დამთავრდა ის დრო, რომ გეუბნებოდით, თქვენს ასაკს, განათლებას პატივს ვცემ და ა.შ. გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რეკომენდაციას გაძლევთო. სად იყავით 1-2-3 ივლისს?! არ იცოდით, რომ ყველა ინდიკატორი აჩვენებდა, სიტუაცია გაქცეულია?! რატომ არ დაწექით პრემიერის მაგიდაზე, არ თქვი,თ არ ავდგები, სანამ შესაბამის ზომებს არ მიიღებთ-თქო?! აჰა, ფულშია საქმე?!
მაპატიეთ, მაგრამ ეს არის რეალობა. ეს „შაიკა“ არიან საქართველოს გენოციდში მონაწილეები. მე ვიცი, რომ ახლა რასაც ვლაპარაკობ, ამით ბევრი ხიდი დავწვი, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. გასაკეთებელს არ აკეთებენ.
ახლა მე ვიტყვიიმას, რაზეც არავინ საუბრობს – ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის. პიკამდე არ მივსულვართ. დელტა ვირუსი სანამ მოსახლეობის 90% არ დააინფიცირებს, არ გაჩერდება. მხოლოდ 2 გზაა – ან უნდა იყოთ ვაქცინირებული და იაროთ პირბადით, რომ არ გადაგედოთ, ან გადაიტანთ ვირუსს. სანამ მოსახლეობის 90% არ ექნებაპოპულაციური იმუნიტეტი, პიკი არ იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ინფიცირებულთა რაოდენობა კლებას, სიკვდილიანობა კიდევ 2 კვირა იმავე დონეზე იქნება, შემდეგ კლებას დაიწყებს.
ჩვენ ახლა გეომეტრიულიპროგრესიით მივდივართ ზევით, ეს შეზღუდვები ზღაპარია. რეალურად შეზღუდვა უნდა ყოფილიყო უმკაცრესი, უნდა აკრძალულიყო ყველანაირი შეკრებები. გუშინ არ თქვით, არანაირ შეკრებებს არ გავაკეთებთო?! დღეს კი რა ოლიმპიური შეხვედრები გააკეთეთ?! რა მერების წარდგენა! კარგით რა!
ყველანაირილოგიკით სექტემბრის 1-2 კვირაშიკატასტროფული მდგომარეობა იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ ტალღა. ფხაკაძის პირბადე ყველგან და ყოველთვის 2 წლის ასაკიდან, ვაქცინაცია ფაიზერით. განსაკუთრებით მეძუძური დედები და ორსული ქალები, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. მამაკაცებსაც მივმართავ, თუ შთამომავლობა სურთ, დროზე გაიკეთონ ფაიზერი.
მოგმართავთაცრის მოწინააღმდგეებს – ნუ იყენებთ გაუაზრებლად სიტყვებს: „ღმერთი“, „ქრისტე“, „ეშმაკი“, „სატანა“ და ა.შ, ყველაფერს აქვს საზღვარი და ეს საზღვარი ახლა არის ადამიანების სიცოცხლე! ნუ იგონებთ ზღაპრებს.
რამდენირჩევა გავეცი. ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, საქართველო ახლა კარგად იქნებოდა. ვინ დამიჯერა. პოიტიკოსები, ექიმები, ბიზნესმენები, ყველანი ერთმანეთს ჭამენ და არავინ ფიქრობს, ერთმანეთს გვერდში დაუდგეს.
ყველასპირველობა უნდა. მე თანამდებობა არ მინდა. საქართველოში მინისტრის ხელფასი 3500 ლარია. რატომ უნდა ჩამოვიდე ასეთ ხელფასზე, როცა ჩემი ცოდნა არ ფასდება?! მე ფულს არ ავიღებ, კორუფციაში ჩემი გარევის შანსი არ არის.
ხალხიმწერს, ჩამოდიო. მე საჯაროდ ვთქვი, ჩამოვალ, თვეში სიმბოლურად 1 ლარად ვიმუშავებ, ჩემი ხარჯით ვიცხოვრებ და საქმეს გაგიკეთებთ-მეთქი. სად ჩამოვიდე, ვინმემ დამიძახა?!
მეც დავიღალე. დღეს არის ჩემი ბოლო ლაივი. ერთმა ადამიანმა უამრავი რჩევა გავეცი უანგაროდ, უამრავი ვიდეო ჩავწერე. დამიჯერეთ, გაიკეთეთ პირბადე, აიცერით კარგი ვაქცინით, დაიცავით დისტანცია. დარვინის თეორია გადაარჩევს, გადარჩებიან ვინც ოდნაც უფრო პროგრესულია და რჩევებს გაითვალისწნებს.
ქვეყანაჩასაკეტია, რომ არ ავიდეთ სექტემბრის 1-2 კვირაში 100 კაცის სიკვდილზე დღეში.
ყველაზედიდი ეშმაკი და მასონი არის ის ადამიანი, ვინც გეუბნებათ, არ ავიცრებიო.
არ გინდათაცრა? ნუ აიცრებით. დარვინის თეორიით, გადარჩება და გამრავლდება ის, ვინც არის პროგრესული და ფიქრობს მომავალზე. ნაწილი ადამიანების გაქრება. ნაწილი გადარჩება. აირჩიეთ, რომელ ჯგუფში გინდათ მოხვედრა.
სახელმწიფოსმე უკვე ვერ ვაძლევ რეკომენდაციებს, რადგანაც არაადეკვატურები არიან. ისე აქვთ ტვინი გადატრიალებული არჩევნების გამო, რომ მთელ ქვეყანას წირავენ. არჩევნები როგორ უნდა მოიგოთ, ამაზე გიფიქრიათ? რეანიმაციაში რომ ადგილები არ იქნება, სექტემბრის 1-2 კვირაშისიკვდილიანობა და ინფიცირება პიკზე ავა. ამ რეალობაში არანაირი პიარი არ გიშველით. ვინ მოგივათ არჩევნებზე? მიცვალებულების არჩევნებს აკეთებთ? კი არ გეხუმრებით, დაფიქრდით!
ცუდს რამესვიტყვი, მაგრამ სიმართლეს – ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ახლა საარჩევნო პროცესში იღებს მონაწილეობას, არიან საქართველოს გენოციდში მონაწილეები!
რამდენჯერვთქვა?! – ქვეყანაში აცრა 12 წლიდან უნდა იყოს! სკოლა უნდა გადაიდოს 1 ნოემბრამდე, გადადით ონლაინ სწავლებაზე, ამისთვის მოემზადეთ, სკოლის მთელი პერსონალი, ყველა სამედიცინო დაწესებულების, ყველა სააფთიაქო ქსელის ყველა თანამრომელი უნდა იყოს აცრილი! უნდა გაკეთდეს შესაბამისი ბრძანებები.
მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ლაივების შეწყვეტა – ქვეყანაში საარჩევნო კამპანიაა და არ მინდა, ჩემი ლაივები რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ან საწინააღმეგოდ იქნას გამოყენებული. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს, იმიტომ, რომ ვერავინ დავინახე ისეთი, რომლებზეც ვიტყოდი, მაგრები არიან და მოდი, საქმე ერთად ვაკეთოთ-მეთქი“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ათიათასობი თადამიანმა გაუგზავნა წერილი და სურათები, დაგიჯერეთ და ავიცერითო.
„ძალიან გთხოვთ, ნუ მწერთ, ჩამოდი საქართველოში და საქმე გააკეთეო, ჯერ ერთი, არავინ დამპატიჟა, არც ერთი კონკრეტული წინადადება არ მიმიღია, ვინმეს რომ ჩემი ჩართულობა სჭირდებოდეს, ამის გზა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს, მხოლოდ „მაშავებენ“ ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან. ტელევიზიებს ყოველთვის მივცემ კომენტარს, ლაივებს აღარ ჩავწერ.
ათიათასობი თადამიანმა გამომიგზავნა წერილი და სურათები, თქვენ დაგიჯერეთ და ავიცერითო. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე არის უფრო უსაფრთხო. ეს არის ის, რაც მე მამოძრავებდა. სხვა არაფერი მაინტერესებს, ზოგიერთებისგან განსხვავებით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
MD, MPH, PhD
Comments