02/07/2021
თუ ამ კვირაში ინფიცირებულთა 10%-ი ინდური შტამია, მომავალ კვირას ეს იქნება გაორმაგებული, – ამის შესახებ პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, რითაც საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.
გიორგი ფხაკაძის განცხადებით, სხვადასხვა ტიპის შტამები ახალი არ არის, თუმცა მისივე განმარტებით, “არ უნდა დაგვავიწდეს, რომ ინდოეთში მხოლოდ ერთი შტამი არ ცირკულირებს”.
“დელტა შტამი მუმბაიდან წამოვიდა, პერუში ამოყო თავი წინა კვირას კიდევ ერთმა ახალმა შტამმა. ზოგადად, რაც უფრო ბევრი მუტაცია გადის ვირუსი კარგავს თავის სიძლიერეს და ხდება ჩვეულებრივი გრიპი. მაგრამ, სამწუხაროდ, მუტაციის პროცესში არანორმალური რამ მოხდა.
საქართველოში ახლა სულ ბრიტანული შტამია. თუ ამ კვირაში ყველა ახალი ინფიცირებულის 10%-ი ინდური შტამია, მომავალ კვირას ეს იქნება მინიმუმ გაორმაგებული, 20-30%-ი.
პრაქტიკულად, აგვისტოს თვეში ჩვენ უკვე გადავალთ დეტლა შტამზე. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის რეალობა, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” ეთერში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments