19/04/2021
აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.
„ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება! მესმის, რომ პოლიტიკური დუღილია, მაგრამ საბოლოოდ, რად გინდა ის პოლიტიკა, ხალხი თუ აღარ დაგრჩა?! სამწუხაროდ, მე ვერავისგან ვხედავ ვერც პოლიტიკურ და ვერც ზნეობრივ გადაწყვეტილებას. არავინ ამბობს, კოვიდი რახან მძვინვარებს, დროებით გადავავადოთ ყველა აქტივობა, დაველოდოთ ვირუსის შემცირებას და შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური პროცესები. აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება!
მივმართავ მოსახლეობას: გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, ნუ მიხვალთ ხალხმრავალ ადგილებში,“ – გიორგი ფხაკაძე. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 750 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 659 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments