top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ადამიანების ამ კატეგორიაზე ჯერ კვლევები არ ჩატარებულა და ისინი ვაქცინას ვერ გაიკეთებენ

02/02/202

გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინას 18 წლამდე ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და 80 წელს გადაცილებულები ვერ გაიკეთებენ, რადგან მათზე კვლევები არ არის ჩატარებული.

ფხაკაძის თქმით, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება, სხვა ქვეყნების გამოცდილების ხარჯზე ყველანაირი ინფორმაცია გვექნება.

,,სანამ საქართველოს მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით შეიძლება თუ არა ვაქცინაცია ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები. მიმდინარეობს კვლევები და დამატებითი ინფორმაციის შეგროვება”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ,,რუსთავი 2-ის” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments

Couldn’t Load Comments
It looks like there was a technical problem. Try reconnecting or refreshing the page.
Post: Blog2_Post
bottom of page