23/11/2021
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას სტატიას უზიარებს, რომლის მიხედვითაც მენტალური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის კოვიდისგან გარდაცვალების ალბათობა მაღალია.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ სამწუხაროდ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ტიპის მენტალური დაავადებები, კოვიდისგან სიკვდილიანობა არის 50%-ზე უფრო მაღალი, ვიდრე ამ დაავადებების არმქონე პირებში.
კოვიდ ვაქცინაცია და ბუსტერის ვაქცინა ამ ჯგუფებში უნდა იყოს პრიორიტეტული“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments