21/02/2021
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე ისრაელის კორონავირუსთან ბრძოლის შედეგებზე საუბრობს.
ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მსოფლიოში პირველმა დაამარცხოს პანდემია, შეზღუდები გაამარტივა.
პროფესორი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
ფხაკაძის თქმით, ისრაელის მაგალითზეც შეიძლება, დავრწმუნდეთ, რომ „ფაიზერი” სიკვდილიანობასა და ავადობას 95.8% ამცირებს.
„ისრაელი გაიხსნა… მოსახლეობის 50% „ფაიზერის“ ერთი დოზით მაინც აიცრა.
„ფაიზერი“ სიკვდილიანობასა და ავადობას 95.8% ამცირებს.
სუნთქვის პრობლემებისა და სიცხიანობის საფრთხე ფაიზერით აცრილებში 98% მცირდება.
დღეიდან ისრაელში ყველასთვის ღიაა: მუზეუმები, ზოოპარკები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და ბიბლიოთეკები.
აცრის დამადასტურებელი “მწვანე პასპორტით” ღიაა: სავარჯიშო დარბაზები, სინაგოგები და სასტუმროები.
ხალხის მასა დაიშვება კონცერტებსა და სპორტულ სანახაობებზე 75% დატვირთვით: 300 ადამიანამდე შენობაში, 500-მდე კი, გარეთ. “პასპორტი” მობილურში ყენდება და გასცემენ ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებზეც, რომლებსაც ჯერ აცრა არ უწევთ. სავალდებულოდ რჩება ფიზიკური მანძილის დაცვა და ნიღბის ტარება.
აეროპორტები 2 კვირაში იხსნება. ამ დროისთვის 50 წლის ზემოთ მოსახლეთა 95% იქნება აცრილი“, – ამბობს ფხაკაძე.
სამწუხაროდ, საქართველოში ვაქცინაციის დაწყება კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდო.
Comments