top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„აიცერით სანამ ის ხელმისაწვდომია“ – გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რატომ უნდა ავიცრათ „ფაიზერით“

30/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ პასუხობს კითხვას, თუ რომელი ვაქცინა სჯობს და რატომ.


მისივე განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ, კვლავ აუცილებელია, „დაიცვათ დისტანცია, დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ შენობები და გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე“.

„რომელი ვაქცინა ჯობს ?! მე ჩემს მეგობრებს ვურჩევ ფაიზერს (Pfaizer) და რატომ:

ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა მსოფლიოში დღესდღეობით.

ყველაზე ეფექტურია დელტა (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ (88-64% გააჩნია ასაკს/ ჯანმრთელობის სტატუსს და ასე შემდეგ).

ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს მაღალეფექტურობას (თვეში მხოლოდ 2.3% ეფექტურობას კარგავს). და ამიტომ 6-8 თვეში მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო, რომ ეფექტურობა 94-96% აწიოს მომდევნო თვეებში.

ერთადერთი ვაქცინაა რომელიც არის სრულიად აღიარებული (დამტკიცებული/აკრედიტირებული) მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის, ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ.

ყველაზე ბევრი კვლევა არის ჩატარებული ამ ვაქცინაზე და რაც მთავარია, სხვადასხვა ქვეყნებში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და აღიარებული მკლევარების მიერ (არაფერი რომ არ გამოეპარებათ, ისეთების მიერ)

100% დაცვა არც ფაიზერს აქვს, სამწუხაროდ ფაიზერი არ არის “მაგიური უკვდავების ელიქსირი”:

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა, დაინფიცირდნენ (12-36% გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას)

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა მოხვდეს საავადმყოფოში (დაახლოებით 2%);

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს უკურეაქცია (დაახლოებით 0.001%);

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა, გარდაიცვალოს (დაახლოებით 0.15%);

ზუსტად მინიმუმამდე რომ შევამციროთ ზემოთ ჩამოთვლილი ციფრები საჭიროა ვაქცინაციის შემდეგ დავიცვათ დისტანცია, დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ შენობები და გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე.

აიცერით ფაიზერით სანამ ის ხელმისაწვდომია,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page