top of page

„აკრედიტაციის პროცესი პირველ რიგში არის პაციენტის მხარეს...“

Updated: Jun 7, 2023

01/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ჟურნალისტი - ელენე გოგბერაშვილი

სტუმარი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე


  • კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;

  • რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?

  • რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;

  • რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;

- რა ტიპის სდანდარტებზეა საუბარი? რიგითი პაციენტისთვის რა შეიცვლება და მისთვის რამდენად ხელშესახები იქნება ეს ცვლილებები?


- პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, საქართველოში ყოფილიყო ხარისხიანი ჯანდაცვა. საყოველთაო ჯანდაცვა არის რაოდენობრივი ჯანდაცვა. ახლა გადავდივართ ხარისხიან ჯანდაცვაზე.


ხარისხიანი ჯანდაცვის პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის უსაფთხოებაზე.


დაახლოებით ერთ თვეში ჩავატარებთ კვლევას, რათა დადგინდეს, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში. დაახლოებით წელიწადნახევარში ჩავატარებთ მეორე კვლევას და შევადარებთ, თუ რა შეიცვალა პაციენტებისთვის.


აკრედიტაციის პროცესი პირველ რიგში არის პაციენტის მხარეს. პაციენტი არის უფრო უსაფრთხოდ, უფრო დაცული და უფრო კომფორტული სამედიცინო დაწესებულებებში.


ეს აჩვენა თითქმის ყველა ქვეყანამ, სადაც აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


ეს არ ხდება ერთ დღეში, ეს განხორციელდება ეტაპობრივად. შედეგს დავინახავთ ერთ წელში, წელიწადნახევარში, როდესაც საავადმყოფოები დაიწყებენ ამ პოცესების დანერგვას. ამას ჭირდება დრო.


ჩვენი გუნდი ისე ჩამოვაყალიბეთ საქართველოში და აკრედიტაციის პროცესი ისეა აწყობილი, რომ ის საავადმოფოები, რომლებიც უკვე ჩართულები არიან პროცესში, შემფასებლები საქართველოში ჩამოვლენ 2024 წლის სექტემბერში.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




149 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page