top of page

ალბათ მალე ქართული შტამი გვექნება, რა დროს კონცერტები და შეხვედრებია?

19/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას განიხილავს.

მისი თქმით, ქვეყანა კატასტროფას თავს ვერ დააღწევს, რადგანაც უკვე დაგვიანებულია. „ჩვენ კატასტროფას თავს ვეღარ დავაღწევთ, სამწუხაროდ დავაგვიანეთ.

ამას კიდევ არჩევნები ემატება, რომელიც მოდის. ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება საარჩევნოა და არა ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ. ქვეყანა პირველ ივლისს იყო ჩასაკეტი, არავინ ჩაკეტა. ვაქცინაციის პროგრამა სულ სხვაგვარად იყო ასაწყობი. ჩვენთან ახლა ის სიტუაციაა, რაც ბრაზილიაში ხდებოდა პირველი ტალღის დროს, როცა პრეზიდენტი ამბობდა, ბიზნესი მირჩევნია დაავადების მართვასო. დაგავიწყდათ რაც იყო ბრაზილიაში. სხვათა შორის ბრაზილიური შტამი ამიტომ წამოვიდა. ჩვენ ისე გავაკეთებთ, მალე, ალბათ, ქართული შტამი გვექნება. რა დროს კონცერტები და შეხვედრებია?“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი, რაც თითქმის ორწლიანი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან კოვიდ-ინფექციამ უკვე 770 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 468 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4921 შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page