18/03/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„საბოლოო ჯამში გამოვიდა სახალხო ვაქცინა – Johnson & Johnson-ი, არის ერთდოზიანი, არის მარტივი ტრანსპორტირებისათვის, მარტივი შენახვისათვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მისცა ავტორიზაცია.
დღეს მოხდა ტექნიკური დანართი – ამ ვაქცინას გავლილი აქვს ყველა ტექნიკური მაჩვენებელი, ასევე მითითებულია, როგორ უნდა მოიხმარო და ა.შ. ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ 18 მარტს იქნება პასუხი.
რაც უფრო ბევრი ვაქცინა და წამალი იქნება, მით უფრო, მალე დავამარცხებთ ვირუსს.
საქართველოში ნდობა არის დაკარგული, ხალხი აღარავის ენდობა. ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია, ვის უნდა ენდონ ექიმები?!
ვაქცინას როცა იკეთებთ, მინიმუმ 2 დღით ადრე არ შეიძლება დალევა და ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორი კვირა და მეტი არ უნდა დალიოთ, უკეთესი იქნება, მეორე დოზას სანამ გაიკეთებთ, არ დალიოთ! ალერგიებთან დაკავშირებით, გითხრეს რამე, ვაქცინა ვინც გაიკეთეთ?!
ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ იღებთ, ის არის სწორი! არავის აქვს უფლება, გითხრათ, – გაიკეთე ვაქცინა!
ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინას რა პრობლემა აქვს, არავინ ლაპარაკობს ამაზე.
ანტივაქსერები არიან ავადმყოფი ხალხი, რომლებიც არიან გაუნათლებლები, არც სკოლაში უსწავლიათ, არც ბიბლია წაუკითხავთ, ესენი არიან სატანისტები, ესენი არიან მასონები და ესენი არიან ავადმყოფი ხალხი.
1.მე თქვენ შეგპირდით, რომ ყოველთვის გაგიზიარებთ ყველაზე სანდო, ყველაზე ახალ ინფორმაციას ვაქცინებთან დაკავშირებით და შემდეგ თქვენ როგორ გამოიყენებთ ამ ინფორმაციას, უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
2. გვაქვს ძალიან სასიხარულო სიახლე – გამოვიდა „სახალხო ვაქცინა“ – „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინა, რომელიც არის ერთდოზიანი, მარტივი ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის, ტრადიციული, ბებიის დროინდელი გამოცდილი რეცეპტით გაკეთებული..
3. ჯამოს შეიარაღებაში უკვე აქვს სამი ვაქცინა – ეს დასაწყისია პანდემიასთან დიდი ბრძოლის.
4. ასტრაზენეკასთან დაკავშირებით არის კითხვები და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. არ უნდა გითხრათ?! ხვალ იქნება ამ შეკითხვებზე პასუხი.
5. ასევე, ქვეყანაში მოუმზადებლად ტარდება ვაქცინაციის პროცესი. როცა ვაქცინაციას აკეთებს ადამიანი, უნდა იყოს რამდენიმე კვირით ადრე ინფორმირებული ალერგიებთან, პარალელურად ალკოჰოლის მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით.
6. ადამიანები ცხვრის ფარა ხომ არ არიან, მიდი, გაიკეთე ვაქცინა, რომ მირეკო და არაფერი აუხსნა წინასწარ. ცხვარსაც აქვს თავისი უფლებები, მაგრამ ადამიანს მეტი უფლებები აქვს.
7. კვირის ბოლომდე მოვრჩები ვაქცინებზე საუბარს, მოვრჩეთ ამ ასტრაზდენეკას საკითხს და მომავალი კვირიდან საინტერესო სამედიცინო საკითხებს მივხედავ, რომელიც ქვეყანაში პრობლემურია;
8. წელს გვექნება წამლების და ვაქცინების წელი;
9. ასევე, ქვეყანაში არავინ ფიქრობს ექიმების უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე, სამედიცინო უნივერსიტეტები შესაბამის ცოდნას არ აძლევს სტუდენტებს
10. ზოგადად, ჩემნაირი ტიპის ადამიანები ხალხს არ ელაპარაკებიან, არამედ მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტებს და პროფესიულ წრეებს. ამიტომ ხალხს უკვირს, რატომ ვაკეთებ ამას. ვაკეთებ იმიტომ, რომ ჩემს ხალხს სჭირდება სწორი ინფორმაცია…
11. ჩემზე ამბობენ, ნაციონალი ხარო… ზოგმა, ოცნება ხარო…ეს ზოგიერთები იცვლიდით პოლიტიკურ გემოვნებებს, ხან ერთთან ხართ, ხან მეორესთან…მე არავისთან არ ვიყავი და არ ვარ პოლიტიკაში…ყველა ხიდები დავწვი, იმიტომ, რომ მე არ ვიყიდები… თუ ცუდს ვხედავ, უნდა ვთქვა, რომ კარგია?! ყველა ხიდი დავწვი, რადგანაც მე ვამბობ სიმართლეს.
12. პოლარიზაცია ღუპავს ქვეყანას.
13. ქვეყანას აქვს ორი დიდი პრობლემა: რუსეთი და კორონა.
14. ქვეყანაში ყველაზე დიდი დეფიციტი არის ნდობა.
15. ჩემი საქართველოში ჩამოსვლა?! – ნუ, კაი ჩამოვალ, მაგრამ მუშაობის შანსი არ არის…
16. გასაგებია, რომ საქართველოში ბევრი არაპროფესიონალიზმია, ბევრი პოლიტიზირებაა, ბევრი პოლარიზაციაა, მაგრამ მე რატომ მლანძღავთ? რატომ მლანძღავთ, უმრავლესობა საერთოდ თვალითაც არ მყავხართ ნანახი. თუ არ მოგწონთ სიმართლე და თუ გიყვართ ზღაპრების ყურება, ნუ მიყურებთ.
17. ის რაც შესაძლებელია, არ ნიშნავს, რომ კარგია….
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
댓글