top of page

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის ბუსტერზე“ 65 წელს...

18/09/2021

ფხაკაძე იმედოვნებს, რომ საბოლოოდ საქართველო კოვიდის მართვის სწორ გზას აირჩევს და „რუსული გზით“ არ წავა.

„კიდევ ერთი სიახლე ამ წუთას ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია ფაიზერის ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის.

დამიჯერეთ ხოლმე რა…

იმედია, საქართველო საბოლოოდ აირჩევს კოვიდის მართვის სწორ გზას… ან მივდივართ ამერიკის გზით,, ან ევროპის გზით, ან ისრაელის გზით,, ან ღმერთმა, დაგვიფარის, რუსული გზით …. ქართულმა გზამ კი გვაჩვენა რომ დამღუპველია…

ისე, მსოფლიო უკვე მე-3 დოზაზე გადადის. ევროპის ქვეყნებში 70-90% არიან აცრილები 2-ჯერ და სამედიცინო პერსონალის 90-100% არის აცრილი. შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% არის აცრილი, სამედიცინო პერსონალის 50%-მდეა მხოლოდ აცრილი და ზოგიერთი ექიმი კითხვის ქვეშ აყენებს ვაქცინაციას.

არაპროფესიონალიზმი კლავს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




 
 
 

Kommentarer


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page