„ამისთვის მათ მწარე ფასის გადახდა მოუწევთ“ – გიორგი ფხაკაძე უჰანის ლაბორატორიის თანამშრომლებზე
18/07/2021

“მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვირუსი ღამურიდან გადავიდა ადამიანზე, ამის საბუთები მქონდა. პრინციპში, ამაში სიმართლე არის. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამაში ჩინელების ბრალეულობა მტკიცდება და ერთ მშვენიერ დღეს მათ ამისთვის მოუწევთ მწარე ფასის გადახდა”,- ამის შესახებ გაროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს. “ფაქტი არის, რომ ეს ვირუსი ცდების შედეგად, გამოვიდა უხანის ლაბორატორიაში დაინფიცირებული ადამიანების მიერ, ერთ თანამშრომელის ცოლიც გარდაიცვალა, სამი თანამშრომელი იყო ავად, ისიც დამტკიცდა, რომ ეს თანამშრომლები ბაზარშიც იყვნენ. ეს ვირუსი უხანის ლაბორატორიაში ცდების შედეგად ორი ნატურალური ვირუსის შეჯვარების შედეგად გაჩნდა”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ფხაკაძე და მიუთითებს, რომ მის მიერ გაჟღერებული ვერსია სხვადასხვა სანდო ღია წყაროებს ეყრდნობა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil