15/12/2020
ავტორი: ირინა დათაშვილი
„კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო და არა მრავალჯერადი, სხვადასხვა ტიპის და მოდური ბრენდის პირბადე.
ევროკავშირში არის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, – სამედიცინო პირბადე უნდა აკმაყოფილებდეს “EN 14 683″ მონაცემებს. სხვა სამედიცინო პირბადე საავადმყოფოში არ უნდა იყოს. არ შეიძლება არასამედიცინო პირბადეების შემოტანა ქვეყანაში.
ლაბორატორია, რომელმაც უნდა შეამოწმოს პირბადე, ღირს 45-50 აშშ დოლარი. ჩამოიტანონ საქართველოში, გადამოწმდეს ყველა, რომელიც შემოდის ქვეყანაში.
არაერთი კვლევა დაიდო, – კოვიდ ბრძოლასთან ერთადერთი პირბადე, რომელიც კარგად მუშობს, არის სამედიცინო პირბადე. სხვა დანარჩენი იმის ტოლფასია ერთჯერადი ნემსი ათჯერ იხმარო.
ამიტომ არის ჩვენი ექიმები ინფიცირებულები, – არასწორი, არასამედიცინო პირბადეები უკეთიათ”, -განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეო ჩართვაში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments