25/03/2022
ავტორი: ირინა დათაშვილი
პანდემიის დასასრული თუ მცირე პაუზა?! – ეს იყო თემა, რომელიც ქართველმა ეპიდემიოლოგებმა და საქართველოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “ღამის პრაიმ-თაიმი” განიხილეს.
გადაცემას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.
“რუსთავი 2”-ის გადაცემაში – “ღამის პრაიმ-თაიმი” ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე და უფოლოგი, პარანორმალური მოვლენების მკვლევარი, ერეკლე შონია.
თემა: პანდემიის დასასრული თუ მცირე პაუზა?!
-„სამყაროში ყველაფერი ინფორმაციის ნაკადებით იმართება.. პანდემია არის ინფორმაციული წნეხი, პლუს არის ფარმაკოლოგიური მაფია, რომელსაც ეს ბატონი წარმოადგენს”, – აღნიშნა ირაკლი შონიამ გიორგი ფხაკაძეზე.
გიორგი ფხაკაძემ უპასუხა:
-„თქვენ ხართ ფაშისტები, თქვენ არაფრით ხართ განსხვავებული პუტინის ფაშისტებისგან, რუსეთი უკრაინაში, თქვენ კი საქართველოში ანადგურებთ ადამიანებს, თქვენს მიერ არის მოკლული 50 ადამიანი, ამოწყვიტეთ ქართველები იარაღის გარეშე.
ირაკლი შონიამ გიორი ფხაკაძეს მიმართა:
-„თქვენ ხართ ამაში გარეული. კისერზე გადევთ ამ ხალხის აცრა.. ვინ არის ჩვენს შორის დაფინანსებული ზემოთ გაირკვევა, ღმერთი გაარკვევს, გიორგი შენ ცოტა ხანში მოგეკითხება”.
გადაცემა ნახეთ
აქ:
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments