top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული...

12/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - "აკრედიტაცია საზღვრების გარეშე" ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.


ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვას გეგმავს.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა „მედცენტრი“, სადაც დღეს ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადასთან’’ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ერთ-ერთია 6 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.

„ჩვენ საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, დღეის მდგომარეობით „კანადის აკრედიტაციასთან“ საქართველოში უკვე 11 კლინიკამ გააფორმა ხელშეკრულება.


„დღეის მდგომარეობით 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული. პირველი სამედიცინო დაწესებულებაა მედცენტრი. მოხარულები ვართ, რომ აქ იმყოფება აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო დირექტორი და ევროპის ხელმძღვანელი“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძნებით, 2023 წლის 30 დეკემბრამდე ყველა საავადმყოფომ ხელი უნდა მოაწეროს საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





4 views0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page