top of page

ამ ვაქცინას პირველი ლურსმანი უკვე დაეჭედა – ფხაკაძე

16/12/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე:


“სინოვაკის” ვაქცინას პირველი “ლურსმანი” უკვე დააჭედა ჰონკონგის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც დაადგინა, რომ “სინოვაკი”, სავარაუდოდ, არაეფექტური ვაქცინაა კოვიდის ომიკორნის ვარიანტის წინააღმდეგ.


კოვიდის ომიკრონის ვარიანტის გავრცელებამ კიდევ უფრო გაამძაფრა “სინოვაკის” ვაქცინის ეფექტურობაზე დისკუსია აკადემიურ წრეებში.


ფხაკაძე იყო და არის საქართველოში “სინოვაკის” შემოტანის სასტიკიკი წინააღმდეგი პირველივე დღიდან. ეს ყველასთვის ცნობილია.


დღესდღეობით 2.3 მილიარდი ადამიანი არის აცრილი ამ ვაქცინით. მაგრამ:


ყველაზე გაუმჭირვალე ვაქცინაა მსოფლიოში (თითქმის არაფერი ვიცით უკუჩვენებებზე, და ასე შემდეგ),


კვლევების ნაკლებობა (დამოუკიდებელი მკვლევარების ღია და მაღალი დონის კვლევები არ გვაქვს),


ინფორმაციის არარსებობა (ფაიზერზე ვინმეს თავი ასტკივდება, ერთ თვეში მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს და თურმე სინოვაკზე არავის თავის ტკივილიც არ აქვს),


შეკვეთილი კვლევების რეკლამირება (შრილანკის ცნობილი კვლევა და ასე შემდეგ), და

ძირითადად დიქტატორულ ან/და ღარიბ ქვეყნებში გამოყენება სინოვაკის (ინფორმაციის მანიპულაცია ან არ არსებობა)


დღეს გამოქვეყნებული კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტიდან არის პირველი სოლიდური მტკიცებულება, რომ შესაძლოა, სინოვაკის ვაქცინა ვერ იცავს კოვიდის ომიკრონის ვარიანტისგან. რა თქმა უნდა კვლევა საკმაოდ მცირეა, მაგრამ პირველი სოლიდური კვლევაა. ფაქტია, სინოვაკი დიდხანს ასე ვერ გააგრძელებდა. ეს დროის ფაქტორი იყო და ომიკრონმა, უბრალოდ, პროცესი დააჩქარა.


დღესდღეობით მარტო ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები არის ყველაზე ეფექტური ვაქცინები და ფაიზერის ბუსტერი არის ჯერჯერობით უალტერნატივო”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page