top of page

„ამ წლის ნოემბრისთვის სრული მობილიზება არის საჭირო“ - გიორგი ფხაკაძე მისთვის ხშირად დასმულ შეკითხვას

04/08/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ხშირად დასმულ შეკითხვასაც პასუხობს.

“ბევრი მეკითხება რატომ უნდა გავიკეთო კოვიდის ვაქცინის ბუსტერი. სამწუხაროდ, 4-5 თვეში ვაქცინის გაკეთებიდან ანტისხეულების რაოდენობა თქვენს ორგანიზმში მცირდება. იმიტომ უნდა გაიკეთოთ კოვიდის ვაქცინის ბუსტერ რომ იყოთ უფრო დაცული.

ამ გრაფაში არის მკაფიოდ აღწერილი თუ როგორ მუშაობს კოვიდ ვაქცინა თქვენს ორგანიზმში და ანტისხეულების რაოდენობა ….. ვაქცინის გაკეთების შემდეგ თქვენი ანტისხეულების მაჩვენებელი იზრდება და პიკს აღწევს 2-4 კვირაში და 5-6 თვეში ჩამოდის ქვევით (დაახლოებით 70%) იმიტომ არის აუცილებლად ბუსტერი ვაქცინა რომ ანტისხეულების მაჩვენებელი იყოს მაღალი.

კოვიდი არსად არ წასულა და ამ წლის ნოემბრისთვის სრული მობილიზება არის საჭირო გამგები გაიგებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ..”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




2 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page