02/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
ანტარქტიკის წყლის ყინულოვანი მასის დონე ამ ზამთარს რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, რითაც 2023 წელი მეცნიერების მიერ “ექსტრემალურად რეკორდულ წლად” შეფასდა. აშშ-ის თოვლისა და ყინულის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, კლიმატის ცვლილების გავლენა სამხრეთ პოლუსზე იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდები.
მკვლევრების ცნობით, ყინულის მასობრივი დნობა საფრთხის ქვეშ აყენებს სხვადასხვა ცხოველის, მათ შორის პინგვინების გამრავლებასაც, რადგან ისინი წყლის ყინულოვან საფარზე დებენ კვერცხს.
10 სექტემბრის მონაცემებით, ანტარქტიკის გარშემო ოკეანის მხოლოდ 16.96 მილიონი კვადრატული კილომეტრი დაიფარა ყინულით, რაც სატელიტური მონაცემების შეგროვების დაწყებიდან, ანუ 1979 წლიდან, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და 1986 დაფიქსირებულ ანტირეკორდთან შედარებით, 1 მლნ კვადრატული კილომეტრით ნაკლებია.
სამხრეთ ნახევარსფეროში წელიწადის დროები შებრუნებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყინულოვანი საფარის დონე, როგორც წესით, სექტემბერში, ანუ ზამთრის ბოლოს, ყველაზე მაღალია და თებერვალი-მარტის პერიოდში, ანუ ზაფხულის დასრულებასთან ერთად, დნობას იწყებს.
აღსანიშნავია, რომ ანტარქტიკის ზღვის ყინულოვანი საფარი 2023 წლის თებერვალშიც გაცილებით ჩამორჩებოდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments