23/08/2021
მადლობა ყველა იმ ცხოველს, რომელიც კლინიკური კვლევების პროცესს შეეწირა, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა და ამით გამოეხმაურა ამერიკის მედიკამენტების უსაფრთხოების უწყების მიერ „ფაიზერის“ სრულად დამტკიცებას.
მისი თქმით, „ფაიზერმა“2 წელიწადში შეძლო ის, რასაც ადრე 5 წელი სჭირდებოდა.
„თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება სწრაფი პროგრესის საშუალებას იძლევა; სხვათაშორის, ე.წ. ტრადიციული მეთოდით გაკეთებული ვაქცინები, ჩვენს საუკუნეში უკვე ჩამორჩენილი მეთოდია.
დღევანდელი სიახლე ნიშნავს, რომ უკვე გვაქვს პირველი უსაფრთხო, ეფექტური და ოფიციალურად დამტკიცებული კოვიდსაწინააღდეგო ვაქცინა. ამით „ექსპერიმენტის“ თაობაზე ანტივაქსერების ისტერიას წერტილი დაესვა.
ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ ძირფესვიანად შეისწავლა ყველა კლინიკური კვლევის შედეგები და ეს ვაქცინა უსაფრთოდ და ეფექტირად აღიარა.
მადლობა ყველა იმ ცხოველს, ვინც კლინიკური კვლევების პროცესს შეეწირა.
მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომლებმაც თავიდან გარისკეს და პირველი დონის კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, როცა ეს ვაქცინა ჯერ კიდევ ექსპერიმენტული იყო.
ასევე დიდი მადლობა ყველა იმ პირს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მონაწილეობას ღებულობდა მეორე და მესამე დონის კლინიკურ კვლევაში. უდიდესი მადლობა კვლევაში მონაწილე თითოეულ ადამიანს. ისინი კაცობრიობას გადარჩენაში დაეხმარნენ“, – განაცხადა ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments