top of page

„აპოკალიფსი აწი ნახეთ, ცუნამი მოდის, დროზე აიცერით“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

Writer: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

07/12/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმიანება ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში კოვიდრეგულაციები შემსუბუქდება.

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ცუნამი მოდის“ და მოსახლეობას კოვიდის ვაქცინის გაკეთებას ურჩევს: „შევარდნაძე გამახსენდა: „ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ“… აპოკალიფსი აწი ნახეთ…

რაც მთელი მსოფლიო აგინა და წყევლიდა, საბოლოოდ „ადრესატამდე მივიდა“. გითხარით, ცუნამი მოდის…

გირჩევთ, ვინც სადაც ხართ, დროზე აიცერით რითაც შეგიძლიათ და პირბადე ცხვირზე გაიკეთეთ… ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლება კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით არსებულ მკაცრ პოლიტიკას ამსუბუქებს. ინფიცირებულებს, რომელთაც აქვთ დაავადების უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობა, კარანტინის გავლას ახლა უკვე სახლში შეძლებენ და აღარ იქნება სახელმწიფო დაწესებულებებში კარანტინის ვალდებულება.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page