top of page

„არანაირ მილიონებთან არ არის დაკავშირებული - ჩვენ გვყავს ქართველი მრჩევლები...“

Updated: Jun 7, 2023

05/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ჟურნალისტი - ელენე გოგბერაშვილი


სტუმარი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე


  • კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;

  • რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?

  • რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;

  • რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;


- ბატონო გიორგი, მსხვილი კლინიკების წარმომადგენლებისგან გვსმენია, რომ მილიონობით ლართან არის დაკავშირებული ეს ხარჯები...


- ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. არანაირ მილიონებთან არ არის დაკავშირებული.


საქართველოს ბაზართან მიმართებაში აკრედიტაცია კანადამ გააკეთა ძალიან დიდი ფასდაკლება. ჩვენ ფასი გავყავით, არასაჭირო თანხები ამოვიღეთ. უცხოელების ჩამოყვანა ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, - ეს ნაწილი ამოვიღეთ.


ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს თანხა დახარჯულიყო ტრენინგებზე და პრაქტიკულად თანხები საქართველოში ძალიან დაბალია. ხმამაღლა ვერ ვასახელებ თანხებს.


ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს. შესაბამისად, აკრედიტაცია კანადა არის ყველაზე ეფექტური ფინანსური კუთხით და ის მოდელი, რომელიც ჩვენ შევქმენით, - ჩვენ გვყავს ქართველი მრჩევლები, რომლებიც საავადმყოფოს ეწვევიან ყოველ კვირას. ჩვენ კი დავეხმარებით და დავაჩქარებთ პროცესს, რათა საავადმყოფოებმა უფრო სწრაფად და ეფექტურად გაიარონ აკრედიტაცია.


ასევე ჩვენ გვაქვს აკრედიტაცია კანადას კანადური ოფისი, თუ რამეში ქართული გუნდი ვერ ვერკვევით და რაიმე სიახლეებია, ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან. ბიზნესმოდელი ისეა აგებული, რომ კანადიდან სამი მრჩეველი ეხმარება ჩვენს 12-კაციან გუნდს და ეს გუნდი მუშაობს 13 ორგანიზაციასთან.


ნორმალურ მოდელში უნდა ყოფილიყო ისე, რომ კანადელები ჩამოსულიყვნენ რეგუალურად და პრაქტიკულად, ჩვენ ისე შევამცირებთ თანხები, რომ საკმაოდ დაბალ ფასზეა საუბარი.

- დღეს რომ დაიწყონ კლინიკებმა ამ პროცესისთვის მზადება, მოსწრებადია თუ არა? რამდენად საკმარისი დრო აქვთ კლინიკებს და როდის უნდა დაიწყონ პროცესი? ისინი მომავალი წლის სექტემბრისთვის უკვე მზად უნდა იყვნენ შეფასებისთვის.


- ყველა კლინიკას ვუთხარი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სააკრედიტაციო ორგანოს აირჩევენ, მთავარია, სწრაფად აირჩიონ. იმიტომ, რომ დრო ძალიან ცოტაა. უფრო ადრე უნდა დაეწყოთ აკრედიტაციის პროცესი.


ჩვენი კუთხით, აკრედიტაცია კანადა არის მსოფლიოში მონოპოლისტი, ძალიან დიდი რაოდენობის საავადმყოფოებია მასთან აკრედიტებული.

ჩვენ საქართველოში ვართ ძალიან ფრთხილები.


ჩვენ ვფიქრობთ, სექტემბრისთვის 25-მდე საავადმყოფო მაინც იქნება აკრედიტებული. ამჟამად 13 სამედიცინო დაწესებულება თანამშროლობს ჩვენთან.


შემდეგ უნდა გადაიხედოს ჩვენი მოდელი, შევძლებთ თუ არა მეტს, იმიტომ, რომ ხარისხს ვერ დავწევთ. არ გვსურს, რომ აკრედიტაციის პროცესი გადაიქცეს ქაღალდი ქაღალდისათვის. ჩვენი სტანდარტი არის საერთაშორისო და ჩვენ ამ სდანდარტს ვერ დავწევთ, ვერ დავაგდებთ.


სექტემბრის თვეში, გვეცოდინება, შევძლებთ თუ არა მეტი საავადმყოფოს აყვანას.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



6 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page