top of page

არაოფიციალურად – ომიკრონი უკვე „დაბოდიალობს“ საქართველოში – გიორგი ფხაკაძე

14/12/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, „ომიკრონი“ საქართველოში რამდენიმე დღეში დადასტურდება ოფიციალურად, თუმცა, „არაოფიციალურად, ომიკრონი უკვე „დაბოდიალობს“ საქართველოში და ეს ყველამ ვიცით“. „ომიკრონი“ 60-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დადასტურდა. მარტო ბრიტანეთში ინფიცირებულების 40%-ს ეს ვარიანტი აქვს. არცერთი კორონავირუსი ასე სწრფად თავისი ვარიანტებით არ გავრცელებულა და სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში ის იქნება დომინანტი ევროპაში და ახლო მომავალში მსოფლიოშიც, საქართველოს ჩათვლით. სავარაუდოდ, ომიკრონის ასაცილებლად გაძლიერებულია „დაცვა“ და კოვიდ ვაქცინების მე-3 დოზების მობილიზებაა სასწრაფოდ საჭირო. შესაბამისად, მსოფლიოში მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე, „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ არის დეფიციტი. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ შენობები ყოველ 15-20 წუთში ერთხელ. აიცერით ვაქცინის მე-3 დოზით. სამწუხაროდ, ვინც დღესდღეობით არ/ვერ აიცრა უკვე გვიანია, ვინაიდან აცრიდან მხოლოდ 45 დღეში არის დაცვა და უკვე ვიცით, რომ ბუსტერია საჭირო „ომიკრონისგან“ დასაცავად. შესაბამისად, დღეს თუ აიცრებით, 2-3 თვე მაინც არ იქნებით დაცულები. ვინ არ/ვერ ხართ აცრილები, თქვენი ერთადერთი ძლიერი შეიარაღება არის სამედიცინო პირბადე და დისტანცია“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil







4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page