28/02/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე CNN-ის სტატიას აზიარებს ჩეხეთში არსებულ მძიმე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით და ამასთან, წერს, რომ საქართველოში პანდემიის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ არსებობს.
“❗❗❗აგერ ბატონო ….
✅ფხაკაძე გაფრთხილებთ, მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მლანძღავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ… ჩემი თუ არ გჯერათ, ნახეთ თუ რა ხდება ჩეხეთში…
☠თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე …
🤢დავიღალე, ოღონდ მართლა
🦠არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში …
🤮ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისევლური მორწმუნეობა და ყველაფრის შეფუთვა პოლიტიკურ ფერში….
დავიღალე ….
P.S: დაგვერხა, თან ძაან მაგრად ;(- წერს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის, ჩეხეთის მთავრობა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას კიდევ 30 დღით გაახანგრძლივებს, ასევე უფრო მეტად გამკაცრდება დაწესებული ზომები. ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის 3 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comentarios