20/08/2021
„რამდენიმე ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია. ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო და ტყუილი თქვეს. რადგანაც ეს გაჟღერდა, ერთ რამეს მივხვდი, რომ საქართველოში არაფერი ჩერდება კულუარებში, – ასე ეხმიანება პროფესორი გიორგი ფხაკაძე „მთავარის“ ეთერში გასულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მტავრობამ ისარელის ნაჩუქარ ვაქცინაზე უარი თქვა.
როგორც საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, ეს არასწორია და სინამდვილეში საქმე სრულიან სხვანაირად იყო.
„ისრაელში იყო პრობლემა. მათ პირველებმა შემოიტანეს ვაქცინა. იცით, რომ ყველა ვაქცინას აქვს ვადა. როცა ისრაელის მოქალაქეების 70% აიცრა, შემდეგ დადგა საკითხი, რომ ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა, რადგან გარკვეულ ნაწილს აცრის სურვილი არ ჰქონდა. მოხდა ისე, რომ მათ ვაქცინა დარჩათ, რომელიც ვერ დაგეგმეს.
ისრაელში ვაქცინას მხოლოდ სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. ისრაელი დაუკავშირდა ძალიან ბევრ ქვეყანას საქართველოს ჩათვლით, რათა მომხდარიყო ვაქცინების გაცვლა. ისრაელმა ჯერ მიმართა ქვეყნებს, რომლებსაც კონტრაქტი ჰქონდათ დადებული „ფაიზერთან“.
იყო ასეთი შემოთავაზება: ჩვენ ვაქცინას გამოვაგზავნით, რადგან ახლა დრო უმთავრდება და როდესაც თქვენთან სხვა ვაქცინა ჩამოვა, ისრაელში გამოგვიგზავნეთო. ესეც მხოლოდ იმიტომ რომ ისრაელის ვაქცინებს დრო უმთავრდებოდა, სხვაგან კი ზუსტად მაშინ უნდა დაწყებულიყო ვაქცინაცია.
ამას ჰქვია შენაცვლება. ბევრმა ქვეყანამ ამაზე უარი თქვა. მეორე ვარიანტი იყო, თუ შეცვლა არ უნდოდათ, შესაძლებელი იყო ყიდვა. ანუ თავის ფასში გაყიდვა და არა ჩუქება.
ერთი, რაც მე ვიცი დაზუსტებით ის არის, რომ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემის საკითხს ისრაელში განიხილავდნენ, ტუმცა გადაწყვეტილება ვერ მიირეს და საბოლოოდ საქართველოს შემოგვთავაზეს ყიდვა. ფაქტია, რომ საქართველოსთვის არასდროს იყო წარდგენილი, რომ უნდა ეჩუქებინათ ვაქცინა. იყოს საუბარი შეცვლაზე და ყიდვაზე.
საბოლოო ჯამში დავინახეთ, რომ ტელევიზიებში ტყუილი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ისრაელი საქართველოს ვაქცინას ჩუქნიდა და ქვეყანამ არ აიღო.
პირველად მეც გავბრაზდი, როცა ქვეყანამ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ შემდეგ რომ გადავხედე, ერთი მხრივ სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ქვეყანაში ანტივაქსერული კამპანიის გამო, ალბათ შეეშინდათ, რომ ვაქცინა არ გაიხარჯებოდა“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comentários