26/02/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„ის გადაწყვეტილება, რაც არის საქართველოში მიღებული, არის ნაადრევი. ის არ არის ადეკვატური იმ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, რაც არის მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და საქართველოში.“
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი შტამი, საჭიროა წესების უფრო დაცვა. "ბრიტანულ შტამი" საშიშია და სწრაფად ვრცელდება.
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო.
„ძველი ვირუსი მიდის ქვევით. ეს კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ ვაქვს ახალი შტამი, - ბრიტანული კოვიდი. ეს არის საშიში.
ჟენევაში 80% დაავადებულების არიან ბრიტანული ვირუსით დაინფიცირებული.
ეს ვირუსი უფრო გადამდებია, სწრაფად ვითარდება და შეიძლება, ორმეტრიანმა დისტანციამ არ დაგვიცვას. არანაირი დოლბანდი თქვენ არ დაგიცავთ.
ერთადერთი რაც ამ ვირუსისგან დაგიცავთ, სამედიცინო პირბადეა" - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა:
„საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი. ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს".
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments