top of page

„არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში“ – გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონი“ უკვე...

05/12/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ „ომიკრონი“ განსაკუთრებით საშიში გახდა ბავშვებისთვის იმაზე მეტად, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის დროს იყო.


„ომიკრონი საშიშია. ბავშვების, 5 წლამდე, ჰოსპიტალიზაცია არის უფრო მაღალი დელტასთან შედარებით. უფრო დეტალური და სავარაუდოდ, არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში.

ეს ვარიანტი სავარაუდოდ ცირკულირებს მსოფლიოში უკვე 3-4 თვე. ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული და შესაძლებელია რომ ეს ვარიანტი უკვე საქართველოშია. ბრაზილიაში რიოში, მსოფლიოში ცნობილი საახალწლო ზეიმი აღარ იქნება რუსეთში რეკორდული ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებია და ასე შემდეგ …..


სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. რეკომენდაცია საქართვრლოს მთავრობას:

ყველა საქართველოში ჩამოსული ადამიანი, ვაქცინირებული და არა ვაქცინირებული, უნდა წარადგინოს პსრ ტესტი (48 საათით ადრე) სანამ გადალახავს საქართველოს საზღვარს;

სასწრაფოდ გადასვლა მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე (ფაიზერ/ბიონტეკზე ან მოდერნაზე);

ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინირებულისთვის მე-2 დიზიდან 3 თვეში. მე-3 დოზა უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერ/ბიონტეკის ან მოდერნას ვაქცინა სრულიად ვაქცინირებული უნდა იყოს: 1 დოზა, მე-2 დოზა 21-28 დღეში, მე-3 დოზა მე-2 დოზიდან 3 თვეში.

კოვიდ საშვის “გამწვანება” უნდა იყოს მხოლოდ:

  • სრულიად ვაქცინირებული პროტოკოლის მიხედვით

  • პსრ ტესტი 24 საათის ვალიდურობა

  • კივიდ გადატანილი პოზიტიური ტესტი 3 თვეს ვალიდურობა

თავს ნუ ვიტყუილებთ. მოვემზადოთ მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობა არის“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/arts-ise-sasikharulo-ambavi-gveqneba-6-7-dgheshi-giorgi-fkhakadze-varaudobs-rom-omikroni-ukve-saqartveloshia/


3 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page