top of page

არ მინდა თქვენი თანამდებობა! ონლაინ შემიძლია დაგეხმაროთ – ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

15/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით საუბრობს.


მისი თქმით, აუცილებელია, რომ სხვა ქვეყნის მაგალითები გავითვალისწინოთ.

„არ მინდა თქვენი თანამდებობა. ონლაინაც შემიძლია დაგეხმაროთ. ჩვენ გვაქვს ჩინური ვაქცინა. მათ თავისი პლუსი და მინუსი აქვთ. მცირდება სიკვდილიანობა, მაგრამ დელტა ვირუსს ვერ აჩერებს.


შესაბამისად, რომ გაქვს ძლიერი ვაქცინები უნდა გადაანაწილო. ევროპა „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ გადავიდა. სხვა ქვეყნების გამოცდილება გადმოიტანეთ.

ჩამოიტანე ჩინური ვაქცინა და მოსახლეობას ტენი. მომავალი კვირიდან თუ „ქიუარკოდი“ არ გაქვს, საფრანგეთში მატარებელში ვერ ჩაჯდები.

რამდენი ინფიცირებული ადამიანი დაბოდიალობს თბილისში, ქუჩაში? წადი ლატვიაში, ესტონეთში, ჩვენი ძმაკაცები არიან. ჩვენი ძმები და დები არიან. უთხარი, გავიჭედე, მიშველე, დამეხმარე.

ნუ გამოიგონებთ ახალ სისტემას. არ გვაქვს მაგის თავი. ვერ უყურებთ? „ფაიზერი“ ჩამოიტანეს და სისტემამ გაჭედა. სანამ ფხაკაძემ არ ატეხა ამბავი „ფაიზერს“ წერილი არ გაუგზავნეს,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page