11/11/2021
საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაიკეთონ ვაქცინა და ამით შემდგომი გართულებები აირიდონ თავიდან.
„დღეს საქართველო დამარცხებულია, დღეს საქართველოს 77 მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე და ამ დროს რა ხდება ქვეყანაში: ხელისუფლების რეაქცია – 0, ოპოზიციის რეაქცია – 0, ხალხის უმრავლესობის რეაქცია – 0. ყველა არის გახლეჩილი, სად არის ერთობა? ამას ჰქვია სამოქალაქო ომი.
დიახ, საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა და დაიწყო სამოქალაქო ომი. კიდევ თუ არის საღი აზრი დარჩენილი სადმე, გთხოვთ, დაფიქრდეთ. მართლა არ მინდა, 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე, ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება.
მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ პოლიტიკა იჭრება ჯანდაცვაში… გთხოვთ, დავაყენოთ პრიორიტეტად ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ყველა სხვა საკითხები გადავიტანოთ მე-2 ადგილას. გავხადოთ ჯანდაცვა აპოლიტიკური, მივიღოთ აპოლიტიკური გადაწყვეტილებები ჯანდაცვაში. მცირე შანსი კიდევ გვაქვს, არ გავუშვათ ეს შანსი.
გადავიდეთ ერთ ყველაზე ეფექტურ ვაქცინაზე მსოფლიოში და ავცრათ მოსახლეობის 90%. გამოვიყენოთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე ყველგან, დავიცვათ დისტანცია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments