top of page

„ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება“ – გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

22/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს:

ლინკი:


„ასეთი უგულებელყოფა მედიცინის, მეცნიერების და საღი გონების, რაც საქართველოში ხდება, მსოფლიოში არსად მინახავს. შესაძლოა, ადამიანი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს, მაგრამ ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება.


რუსეთში ახალ ინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა დაავადებული. ბრიტანეთში – თითქმის 100%. სიგნალები მოდის აშშ-იდან და ევროპიდანაც. საუბარია, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ მეორე დოზამდე ინტერვალი 8-12 კვირიდან 4 კვირაზე დაიყვანონ. ვიცით, რომ ორჯერ ვაქცინირებული ადამიანი უფრო უსაფრთხოა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ფიზიკურად არ არის, ვხსნით ქვეყანას, რის საფუძველზე?! მესამე ტალღა ქვეყანაში არ დასრულებულა.


ვწუხვარ, -პერმიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ შესაბამისი სპეციალისტები და ექსპერტები თანამდებობებიდან არ გადადგნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მე რომ ვყოფილიყავი, გადავდგებოდი.


ის, რაც დღეს მოხდა, სამედიცინო კუთხით არაეთიკურია. ყველაზე მთავარია, რომ ამას არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან არაფერი აქვს საერთო. ჯერ ვაქცინა ჩამოიტანონ და შემდეგ მოხსნან პირბადე. როგორ შეიძლება დახურულ სივრცეში რესტორნის გახსნა. ხალხი ვაქცინირებული არ არის და შენ ყველაფერი გახსნილი გაქვს. ეს მოკლევადიანი პოპულიზმია. ხელისუფლებამ იცის, რომ ადამიანების გულს 2-3 თვე მოიგებენ, ჩვენი მთავრობა გრძელვადიან პერსპექტივებზე და გეგმებზე არ ფიქრობს.


პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ სამედიცინო კუთხით დასკვნა ასეთია – ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურ-პოპულისტური და ისეთი ხელმძღვანელების მიერ მიღებული, რომელთაც იციან, ქვეყანას ახლო მომავალი ვეღარ მართავენ. ეს არის ბომბი, რომელიც ზაფხულში აფეთქდება“.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.


„დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება, სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




5 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page