11/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„ამ კვირას ბათუმში ფეხბურთის სტადიონი ხალხით რომ იყო გადაჭედილი, ეს იყო კაგასტროფა. netav, ამის ორგანიზატორების თავში ჩამახედა. პირდაპირ ვამბობ, ვინც მიტინგებს აწყობს, ვინც სტადიონებს ავსებს, ესენი არიან ქვეყნის მტრები! ასეთ რამეებს თუ აკეთებთ, რატომ გაქვთ 9 საათზე კომენდანტის საათი?! ლოგიკას ვერ ვხედავ!“
მისი თქმით, ევროპა დაკეტილია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია მიდის.
„ევროპა დაკეტილია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია მიდის. საქართველოში ყველაფერი ღიაა და არც ვაქცინაციაა. ის რამდენიმე ათასი ვაქცინირებული არაფერს ნიშნავს. ეს პოლიტიკური ტრიუკია. იცით, როგორ მეცოდებიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ამ ჩინურით აცრას აიძულებენ?! ერთი, ორი, სამი დოზა ექნებათ გასაკეთებელი და მაინც დაავადდებიან, რადგან ეს ვაქცინა არ იცავს. არ არის კვლევები. როგორ გითხრათ, კარგია-თქო?!“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
コメント