22 მარტი, 2021
გამოცემა „გარდიანი“ ინფორმაციას ავრცელებს:
ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას აჩერებს. ვაქცინის მიღების შემდეგ ოთხ ადამიანს სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.
ევროპის წამლის სააგენტოში აცხადენენ, ავსტრიაში, ვაქცინის იმ ჯგუფისთვის გაკეთება, რომელიც გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ, მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით გარდაიცვალა,
მეორე პაციენტს ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, მიმდინარეობს ამ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესი. სისხლის შედედება კიდევ ორ პაციენტს გამოუვლინდა, ამ პაციენტებმა ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.
ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია.ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.
ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა საფრანგეთმა, გერმანიამ,ბელგიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ავსტრიამ, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, ბულგარეთმა, ტაილანდმა და კიდევ ძალიან ბევრმა ქვეყანამ. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაცია თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება. საქართველოში 15 მარტიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.
-„ასტრაზენეკას ვაქცინა უნდა შეჩერდეს ქვეყანაში, სასწრაფოდ! სანამ კვლევების პასუხები არ დაიდება“ – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე - https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10160034962500579 .
-„მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო აცხადებს, ასტრაზენეკას ვაქცინა არ უკავშირდება თრომბოზს, ევროპის ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება დროებით.
უნდა დაველოდოთ და მერე ვიმოქმედოთ…
დროებით შევაჩეროთ, შევისწავლოთ“, – აცხადებს ექიმი რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე - https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=346873673347237
ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) განცხადებით -ttps://www.ema.europa.eu/en/news/covid-19-vaccine-astrazeneca-prac-preliminary-view-suggests-no-specific-issue-batch-used-austria , AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დაწყებული შესწავლის შედეგად, არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა. -„ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაქცინაციამ გამოიწვია ისეთი სიმპტომების განვითარება, რომლებიც შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში არაა ნახსენები“, – აცხადებენ ევროპის მედიკამენტების სააგენტოში. მათივე ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინის ეს პარტია 1 მილიონი დოზისგან შედგება და ევროკავშირის 17 ქვეყანას გაუნაწილდა.
ნახეთ:
გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, – ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ამის შესახებ იტალიის წამლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლა მაგრინიმ განაცხადა - https://www.reuters.com/world/suspension-astrazeneca-shots-is-political-decision-italys-medicines-regulator-2021-03-16/
-„ჩვენ შეჩერების წერტილამდე მივედით, რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, შემოწმების მიზნით ვაქცინაციის შეჩერება გადაწყვიტა. AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითია. ყველა საჭირო მონაცემის შესაგროვებლად იტალიის წამლის სააგენტოს რამდენიმე დღე დასჭირდება. ეჭვები როგორც გაქარწყლდება, ვაქცინაცია უფრო სწრაფად გაგრძელდება“, – განაცხადა იტალიის წამლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლა მაგრინიმ.
12 მარტს, ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობაში განაცხადეს, -ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, -თრომბოემბოლია AstraZeneca-ს ვაქცინით აცრამ გამოიწვია. მტკიცებულებები მიუთითებს, -დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით არის გამოწვეული. ნახეთ ასევე:
ევროპის წამლის სააგენტომ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს- https://edition.cnn.com/world/live-news/coronavirus-pandemic-vaccine-updates-03-11-21/index.html
Johnson & Johnson-ი მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე Pfizer/BioNTech, Oxford-AstraZeneca და Moderna-სთან ერთად გამოიყენებენ.
უკვე არის ოთხი ვაქცინა – მოდერნა, ფაიზერი, ასტრაზენეკა და Johnson & Johnson-ი
---
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
---
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments