top of page

“ასტრაზენეკა” სასწრაფოდ შესაჩერებელია – ვინ უნდა შეაჩეროს ასტრაზენეკათი აცრა საქართველოში?

16/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვას ავრცელებს:


“მე გავაკრიტიკე ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამა, გავარკვიე ვინც დაწერა, ეს ხალხი წერდა ამ პროგრამებს შევარდნაძის დროსაც, მიშას დროსაც და ახლაც ეგენი წერენ. ერთი და იგივეს წერენ…


მე ვეთანხმები იმას, რასაც ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მაგრამ მე არ ვცხოვრობ ცალკე კუნძულზე და ვხედავთ, გაუჩნდა ასტრაზენეკას რაღაც პრობლემები. ფაქტია, სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელი სააგენტოები აჩერებენ მის გამოყენებას. საფრანგეთმა და გერმანიამ რომ თქვა – არა, ეს ნიშნავს, რომ მთელი ევროპა გააჩერებს.


ახლა რა წერია ჩვენი, საქართველოს ვაქცინაციის პროგრამაში – ჩვენ შემოვიტანთ ვაქცინებს, რომელიც არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ძლიერი მარეგულირებლის მიერო, ახლა გამეცით პასუხი, ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი?


თუ მეუბნები, რომ ძლიერ მარეგულირებლებს უსმენ, ვის უსმენ? ევროკავშირს, საფრანგეთს, ჩეხეთს, ეგვიპტეს, ინდოეთს? რომელს? დაწერეთ! ეს ვაქცინაციის გეგმა არის სადღეგრძელო! უჯიშოები არიან, სადღეგრძელოც არ იციან. ამიტომ, მე ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ვიმუშავებ, სადაც ასეთი გიენები და გველებია…


დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან დამეტაკნენ და გეტყვით რატომ – შეჩერდა ევროპაში, საფრანგეთში და გერმანიაში ასტრაზენეკას ვაქცინა, გამეცით პასუხი – ვინ შეაჩერებს ასტრაზენეკას ვაქცინას საქართველოში? ვის აქვს მაგის ერთი ადგილი, რომ თქვას, მე ახლა შევაჩერებ ვაქცინაციას?


არაფრის თავი რომ არა გაქვთ და საქმის გამკეთებლები არა ხართ, აღარავის რომ არ სჯერა თქვენი, ისე რომ გააკეთეთ, პატარა ბავშვებსაც აღარ სჯერათ თქვენი. მე უფრო დამიჯერებს ახლა ხალხი, ვიდრე თქვენ. მე როცა ვლაპარაკობ 600 ათასი კაცი მიყურებს და თქვენ რომ ლაპარაკობთ, 10 კაცი გიყურებთ და გინებითაა სავსე და სწორია ეს ხალხი, ატყუებთ ყოველი დღე, მთელი წლის მანძილზე, ყოველ დღე ატყუებთ.


დიახ, ასტრაზენეკა არის შესაჩერებელი! დიახ, მე გიორგი ფხაკაძე ვფიქრობ, რომ ასტრაზენეკა არის შესაჩერებელი ქვეყანაში, დაიწყეთ ფამფარებით, მაგრამ დასაკეტი გექნებათ, თუ გაქვთ ერთი ადგილი – შეაჩერეთ. მე რომ ვყოფილიყავი ჯანდაცვის მინისტრი გავაჩერებდი და ვიტყოდი, სანამ მე არ მივიღებ 100 პროცენტიან გარანტიან ძლიერი მარეგულიერებლი ორგანოებისგან (როგორც უწერიათ ვაქცინაციის გეგმაში) არ გავაკეთებდი ასტრაზენეკას.


მე არ ვიძახი, რომ ეს ვაქცინა კარგია, ან ცუდია. ჩემი პოზიცია მარტივია – ამ წუთას, ახლავე უნდა შეაჩეროს ქვეყანამ ასტრაზენეკას ვაქცინაცია, კი არ გააჩეროს, შეაჩეროს.


ვაქცინის მომხრე რომ ვარ, სწორედ იმიტომ ვამბობ, რომ შესაჩერებელია ასტრაზენეკა. ვიცი, ახლა მისი შეჩერება სახის დაკარგვაა, მაგრამ შესაჩერებელია. აგერ შეჩერდა საფრანგეთის პრეზიდენტის დადგენილებით – სად არის ჩვენი პრეზიდენტი? ვინ არის ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი, ვერ გავიგე! პრემიერი ვერაფერს წყვეტს, პრეზიდენტი ვერაფერს წყვეტს, მინისტრი ვერაფერს წყვეტს, პირველი მოქალაქე, მამა წავიდა… – ვინ არის ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები???


ასტრაზენეკა უნდა შეჩერდეს. კი არ გააჩეროთ, შეაჩერეთ!


დიახ, მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ, პრეზიდენტმა, ყველამ გაიკეთოს ეს ვაქცინა. ხომ მაგრები არიან? ახომ ჩამოიტანეს? რატომ არ იკეთებენ? ეს ზღაპრები, სხვა ექიმს მივცემო, 48 ათასი დოზაა და 4 ათასი კაცი დარეგისტრირდა, ხომ ხედავთ რომ ჩაგივარდათ ეს პროგრამა?


გეუბნებით, რაც გინდათ, ის დამიძახეთ, ასტრაზენეკას ვაქცინაცია შესაჩერებელია, სანამ არ გაირკვევა ყველა დეტალი ბოლომდე! ხომ ხედავთ, რომ ხალხი შეშინებულია და პანიკაშია. იძულებით უარეს შედეგს მიიღებთ. საზღვარგარეთ მარტო შოპინგებზე დადიოდით? ტრენინგებზე ჩათაობდით? უნივერსიტეტებში არ სწავლობდით? არ ვიცი, საიდან არის ეს ხალხი.


ამერიკაში, მოსახლეობის ათი პროცენტი, ვინც გაიკეთა ასტრაზენეკას აცრა, მეორე დოზის გასაკეთებლად არ მივიდა. შენ გაქვს ამისი გარანტია, რომ 10 კი არა, 20 პროცენტი მოვა? ვაქცინაციის პროპაგანდაც არ გაგიკეთებიათ.


ახლა იტყვიან ფხაკაძე ანტივაქსერიაო – ვაი, თქვენ პატრონს, უბედურს. რაც მე სტატია მაქვს დაწერილი, იმდენი წაკითხული არა გაქვთ, თქვენი ცხოვრების მანძილზე. დამისახელეთ ექსპერტი საქართველოში, ვინ არის ჩემი დონის ექსპერტი? დამისახელეთ. ვის საქვს 25 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება? ისე ვარ დატვირთული, რომ ზოგჯერ სულ 2 საათი მძინავს, ან 3 საათი, მაგრამ რაც საქართველოს ეხება, ვერ ვითმენ.


მთელი ჯანდაცვის სიტემა, მთელი ჯანდაცვის სამინისტრო ჩაფლავდა.


ძვირფასო კოლეგებო, ჩემო უსაყვარლესო ექიმებო, ექთნებო, ვიცი რომ წინა ხაზზე ხართ, მწერთ, მეკითხებით და გპასუხობთ, თავი უნდა შევიკავოთ ამჯერად ვაქცინაციისგან. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ვაქცინა, წინააღმდეგი კი არა ვარ ზოგადად, მაგრამ ამჯერად თავი უნდა შევიკავოთ, ვნახოთ რა პასუხებს მივიღებთ ევროპის დიდი მარეგულირებლებიდან.


ახლა აქტიურად მუშაობენ მთელ მსოფლიოში, იმ გარდაცვლილსაც მილიმეტრობით შეამოწმებენ და მილიონი თვალი უყურებს ამ პროცესს. არაფერი გამოეპარებათ. რა ინფორმაციაც იქნება, პირველ რიგში გეტყვით სიმართლეს. გადაყვეტილებას თქვენ იღებთ, მე თქვენ გადაწყვეტილებში ვერ ჩავერევით, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით პირნათლად.


რადგანაც მარეგულირებელი არა გვაქვს, პრეზიდენტი გვყავს “ფრანგი” და ვკითხოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციაა გააგრძელეთო, იქ სხვა დინამიკა მიმდინარეობს, ის გლობალურად უყურებს. ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგზე და უნდა ვყუროთ რა ხდება ევროპაში.


უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ევროპა აკეთებს და ასტრაზენეკა უნდა შეჩერდეს სასწრაფოდ. არც კი გაბედოთ, იმის თქმა, რომ ანტივაქსერი ვარ. ჩემ კოლეგებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, და ვარ მათთან ერთად. მჯერა რომ ერთობლივად ყველაფერს გავაკეთებ.


არ დაგავიწყდეთ, პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანა – მიტინგებზეც თუ მიდიხართ, დაიცავით დისტანცია!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

תגובות


Post: Blog2_Post
bottom of page