03/08/2021
ლესტერის უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის სტატისტიკის ბიუროს ერთობლივი კვლევის თანახმად, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ბრიტანული საავადმყოფოებიდან გაწერილი კოვიდპაციენტების 30%, 5 თვის განმავლობაში, კვლავ საავადმყოფოებში ბრუნდებიან.
მკვლევრებმა 47780 ყოფილი კოვიდპაციენტისგან შემდგარი ჯგუფი შეისწავლეს. 140 დღის განმავლობაში საავადმყოფოებში უკან დაბრუნებულების ზუსტი წილი, 29,4% იყო.
იმ პაციენტების 12,3%-ი, რომელთაც მწვავედ გადაიტანეს ვირუსი და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გარდაიცვალა. ბევრ მათგანს განუვითარდა ან გაუმწვავდა გულის დაავადებები, დიაბეტი, თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობა.
ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკაში უფრო მეტი შემთხვევა უნდა შევიდეს. დღეისთვის ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეულ გარდაცვალებად მიიჩნევა სიკვდილი რომელიც, დიაგნოზის დასმიდან 28 დღის განმავლობაში დადგა.
მეცნიერები, ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მოუწოდებენ ყურადღებით დააკვირდნენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ლესტერის უნივერსიტეტის პროფესორის, კამლეშ კუმის თქმით, ეს კვლევა ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბური იყო.
მისივე თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ადამიანებს გრძელვადიანი კოვიდი უვითარდებათ, შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან საავადმყოფოებში და კვდებიან.
დასკვნა ის არის, რომ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი კოვიდისთვის – ამბობს პროფესორი.
ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა მაჩვენებელი, შესაძლებელია გაცილებით მეტი იყოს, არა მხოლოდ ბრიტანეთში.
„პრაიმტაიმი“ , ბრიტანული კვლევის შედეგების შესახებ პროფესორ გიორგი ფხაკაძის ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში, მსგავსი კვლევის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს პაციენტების ელექტრონული სისტემა, სადაც იქნება აღრიცხული ყველა ჩვენი მოქალაქე.
„კოვიდის დაწყების დღიდან, ჯერ კიდევ აპრილში ვამბობდი, რომ საქართველოში არ ხდება კონკრეტული აღრიცხვა პაციენტების. ჩვენ არ გაგვაჩნია ელექტრონული ბაზა, პაციენტების ელექტრონული სისტემა, სადაც იქნება აღრიცხული ყველა ჩვენი მოქალაქე, რათა ვიცოდეთ ვის რა დაემართა, როდის გაიკეთა ვაქცინა, რა დიაგნოზი ჰქონდა და ა.შ.
მე აპრილის თვიდან დავაყენე საკითხი, რომ ეჭვი მეპარება სიკვდილიანობის მაჩვენებელში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რამდენიმე აფრიკული ქვეყნის მსგავსად, რომელშიც ვერ ვადგენთ სიკვდილიანობის მაჩვენებელს“ – გვითხრა გიორგი ფხაკაძემ.
ლესტერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კოვიდგადატანილი პაციენტების 29.4% კვლავ საავადმყოფოებში ხვდებიან, ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებებით.
რთულ ფორმებში „მოხდილი“ კოვიდპაციენტების 12 პროცენტი კი გარდაიცვალა. კვლევის ავტორები ასევე ლაპარაკობდნენ ე.წ გრძელვადიან კოვიდზე.
რას ნიშნავს გრძელვადიანი კოვიდი და რა იგულისხმება მასში?
კოვიდ გადატანილი მოსახლეობის 25% რჩებათ ე.წ გრძელი კოვიდი ან პოსტკოვიდური სინდრომი. გულის, ფილტვების პრობლემები, მეხსიერების დაკარგვა, ალცჰაიმერი, ღვიძლი და ა.შ. წაიკითხეთ სრულად
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments