top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

აუცრელი მედპერსონალი უფრო საშიშია, ვიდრე ალქაიდას ტერორისტები! მიხედეთ ვაქცინაციას – გიორგი ფხაკაძე

18/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ფაიზერის„ ვაქცინის ეფექტურობაზე და არსებულ კორონავირუსის ვარიანტებზე წერს.

„დღეს საფრანგეთში მოზრდილი მოსახლეობის 82% უკვე აცრილია 2-ჯერ

დღეს საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებების მოქმედი თანამშრომლების 100% არის აცრილი. საქართველოში არაპროფესიონალები მართავენ ვაქცინაციის პროცესს.

მსოფლიოში არის აღიარებული კოვიდ ვაქცინა (ფაიზერი) და ეს “პროფესიონალები” მსჯელობენ, კიდევ რომელი ექსპერიმენტული ვაქცინაა კარგი თუ ცუდი. ანუ ექსპერიმენტულ ვაქცინებზეა საუბარი. სირცხვილია და არაეთიკური საქციელია. თქვით სიმართლე.

კოვიდგადატანილებს “უფრო კარგი იმუნიტეტი აქვთო”, ეს ხომ საერთოდ ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილია. თუ გადაიტანეთ კოვიდი და არ მოკვდით, თუ გადაიტანეთ და პოსტკოვიდური სინდრომი არ დაგემართათ (ანუ სუნის/გემოს დაკარგვა, სპერმის ხარისხის დაკარგვა, ფილტვების ფუნქციის დაკარგვა ….) ამ შემთხვევაში შესაძლოა, უფრო კარგი კარგი იმუნიტეტი გქონდეთ …. ანუ თუ გადარჩით, კი, კარგი იმუნიტეტი გექნებათ, მაგრამ, ვაი, ასეთ იმუნიტეტს. არაპროფესიონალიზმი კლავს.

აუცრელი ექიმი, აუცრელი ექთანი, აუცრელი სანიტარი, სამედიცინო დაწესებულების აუცრელი თანამშრომლები არიან უფრო საშიშნი, ვიდრე ალქაიდას ტერორისტები.

ამოვიდა ყელში ამდენი უცოდინარი ვითომ ექსპერტი, ვითომ სპეციალისტი და ვითომ სამშობლოს პატრიოტი. გეყოთ პოლიტიკური მანიპულაციები (ეს ყველას ეხება). მიხედეთ ვაქცინაციას.

ამერიკელი ხალხი არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და მალე გაიგებთ კარგ ამბავს (ჩვენ რამე სისულელე თუ არ გავაკეთეთ) და იმდენი ფაიზერი იქნება ქვეყანაში, რამდენიც იქნება საჭირო“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page