top of page

აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან – გიორგი ფხაკაძე

23/08/2021

ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ, ყველამ კარგად ვიცით, რა არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას, ასევე კომპეტენტურ პირებს აუცილებლად გასათვალისწინებელ რეგულაციებს კიდევ ერთხელ ახსენებს.


„ვაქცინაცია „ფაიზერით“ 12 წლის ასაკიდან; ბუსტერი (“ფაიზერის” მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის ; სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში); ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა; კომენდანტის საათი 20:00- 6:00 (ისე ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო, მაგრამ ვერავინ გაბედავს ამის თქმას, ჩემს გარდა); სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტსანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე; კოვიდ საშვების ამოქმედება. ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს.

ისე, აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან. ყველა “არგამოყენებული” რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინიგის დროებით მართვაში – 2 თვით. ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება ეს შესაძლებელია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



5 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page