15/11/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევამ დაადასტურამ, რომ დაზიანება არის 20-70% ყველა კოვიდ გადატანილებში.
საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს.
არაერთი ათეული კვლევა ჩატარდა და კიდევ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ კვლევების დასკვნა ერთია – კოვიდი აზიანებს ადამიანის თავის ტვინს!
არ დაინფიცირდეთ კოვიდით, ის აზიანებს თავის ტვინს!
აიცერით, რომ დაიცვათ თავის ტვინი!
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, რომ არ დააზიანოთ თავის ტვინი!
გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს, კოვიდი აზიანებს ბავშვების თავის ტვინს!
გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ეს ადრე ჩანდა. გრძელი კოვიდი კიდევ უფრო ვერაგი და ხანგრძლივი აღმოჩნდა!
მოსახლეობის 90% უნდა იქნას აცრილი და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში! სხვა პრიორიტეტი ახლა არ უნდა იყოს! ქვეყანა, მომავალი იღუპება, შეიგნეთ!
უკან დასახევი და ლოდინის დრო არ არის!
ჩვენი სამეზობლოდან მხოლოდ თურქეთი არის სწორი მაგალითი და მივბაძოთ მას!
არაპროფესიონალიზმი კლავს და აზიანებს თავის ტვინს”, – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments