top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ახალი ინფორმაცია… ნორვეგიის მთავრობამ, ასევე ევროკავშირმა…“-გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 20, 2023

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„ახალი ინფორმაცია:

– ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა, შეაჩეროს „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ@ჯონსონის“ გამოყენება საკუთარ ვაქცინაციის პროგრამაში. ამასთან დაკავშირებით ჩემს ფეისბუქგვერდზე დავდე პოსტი ძალიან ბევრ რეფერენსთან ერთად. ეს ინფორმაცია დილიდან გავრცელდა. ველოდი, რომ საქართველოში ხალხს ამაზე ინფორმაციას მიაწვდიდნენ, მაგრამ არა! ასევე ევროკავშირმა შეწყვიტა „ასტრაზენეკასთან“ კონტრაქტი, ის ამ ვაქცინას აღარ შეისყიდის.

ჩემო მეგობრებო, მე ვცდილობ, მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ვიცი და ამით თქვენ იყოთ შეიარაღებულები; მიმიხვდით, ხომ?!

ახლა იმათ მოგმართავთ, ვისაც გაქვთ შესაბამისი განათლება და სტატუსი, ხომ ვიცი, – მისმენთ, ხომ ვიცი, – თქვენთვის გასაგებია, რასაც ვამბობ, ხოდა მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება;

მე ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, წლებია, ამაზე ვმუშაობ, ჩვენს რეგიონში ჩემზე უკეთესად ვაქცინაციის თემა არ იციან, ბოდიში, ჩემი ბრალია?! ვიცი, რასაც ვამბობ. ვცდილობ, რამენაირად დაგეხმაროთ, მოგაწოდოთ ინფორმაცია.


ნორვეგიამ (Norway ) გადაწყვიტა, თავისი ვაქცინაციის პროგრამიდან „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონის“ ვაქცინები ამოიღეს. მართლა სამწუხაროა. ეს ნიშნავს, რომ უფრო და უფრო ნაკლები “შეიარაღება” გვაქვს ხელმისაწვდომი. ევროკავშირმა საერთოდ შეწყვიტა „ასტრაზენეკასთან“ კონტრაქტი. შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკა“ არასდროს არ იყო დაშვებული/რეგისტრირებული. გაზაფხულზე ხომ გადამიარეთ ყველამ, ეჰ.. ვიღაცეებმა ანტივაქცერობაც მაკადრეს… მომისმინეთ ხოლმე, სიმართლე მწარეა, მაგრამ ძლიერი იარაღია!

ეს ვირუსი არის შესაჩერებელი….

რა გვიცავს…. ?

სამედიცინო პირბადე, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)….

ჯანმრთელობას გისურვებთ …

Norway should exclude the COVID-19 vaccines made by AstraZeneca and Johnson & Johnson from its immunization program, due to a small risk of rare but serious side effects, a panel of health experts commissioned by the government said on Monday, MarketWatch’s Lina Saigol reported. However, the panel said those shots should be available for people on a voluntary basis. The government said it will use the recommendations, alongside advice from Norway’s Institute of Public Health, which has also called for both shots to be dropped from the program, as a basis for its final decision on whether to use the vaccines.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



6 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page