top of page

ახალი შტამი არის საშიში, შეიძლება ორმეტრიანმა დისტანციამაც ვერ დაგვიცვას – გიორგი ფხაკაძე

26/02/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმარვაში მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრობს. გიორგი ფხაკაძის თქმით,მთავრობის გადაწყვეტილება არაადეკვატურია, რადგან კორონავირუსის ბრიტანული შტამი ძალიან საშიშია და უფრო სწრაფად ვრცელდება. “როცა მე ვამბობ, რომ ეს არის ასე, ეს არ არის იმიტომ, რომ დილას ავდექი და რაღაც აზრები მომივიდა, ეს არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე, რომელიც არის შეგროვებული მთელი მსოფლიოდან და ჩემი პირადიგამოცდილებაც კი, ყველაფერი ნაზავი ერთად ამბობს, რომ ის გადაწყვეტილება, რაც არის მიღებული საქართველოში არის ნაადრევი და არ არის ადეკვატურ იმ ეპიდემილოგიური მდგომარეობის, რაც არის მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და საქართველოში. კი, ძველი ვირუსი მიდის ქვევით რაც ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახალი ვირუსი ანუ ახალი შტამი, უძახიან ახალ შტამს, მაგრამ ჩემთვის ეს ახალი ვირუსია, ეს არის ბრიტანული კოვიდი. ბრიტანული კოვიდი არის საშიში… სამწუხაროდ ახალი ვირუსი უფრო გადამდებია, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ორმეტრიანმა დისტანციამაც ვერ დაგვიცვას. არანაირი დოლბანდიანი და კლაპანიანი პირბადეები არ დაგიცავთ. ერთადერთი სამედიცინო პირბადეები დაგიცავთ”, – განაცხადა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page