top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ახლა ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით, დაგეხმარებით“-გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 20, 2023

04/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე – ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება.

„მართლა მიხარია, მთავრობა რომ მისმენს.

ახლა ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით, დაგეხმარებით ამ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებაში. ყველამ ვიცით, რომ ეს ჩემს გარეშე არ/ვერ გამოგივათ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ საჯაროდ,- „დაგეხმარებით!“.

ისე არ დამთავრდეს, რომ ჩემი მოსაზრება გაიზიარეთ და ყველაფერი პიარის დონეზე დარჩეს.

მე, გიორგი ფხაკაძე ამ საქმეს ვიწყებ დღეიდან.

ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს ჭირდება ჩვენს ეკონომიკას, ეს ჭირდება ჩვენს ხალხს!

„იმოგზაურე საქართველოში უსაფრთხოდ”, – ეს არის ინიციატივა ყველასთვის!“- წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის პროცესში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, აღვადგინოთ ტურისტული ინდუსტრია, – სრულიად მსოფლიომ რომ შეიტყოს, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდუსაფრთხო. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციით… ის ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა, წესების დაცვით, იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება კოვიდუსაფრთხო სასტუმროებად, კოვიდუსაფრთხო რესტორნებად, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობებით გავუწევთ მათ პრომოუშენს – მთელი მსოფლიო გაიგებს. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან – ესენია: ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა ასოციაცია, სასტუმროების ასოციაციები. ვიმუშავებთ, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდება მათი, რასაკვირველია, ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, რაშიც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროც დაგვეხმარება. შედეგად ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული წესების დაცვით იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება კოვიდუსაფრთხო სასტუმროდ, რესტორნად, კოვიდუსაფრთხო კომპანიად, ყველა ჩვენს საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდუსაფრთხოა. ეს დაგვეხმარება, – სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია. იცით, რომ პრაქტიკულად, ყოველკვირეულად გვემატება ახალი ფრენები, ავიაკომპანიები აღადგენენ და საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებსაც აცხადებენ, ახლა მთავარი, მნიშვნელოვანი კომპონენტის არის უსაფრთხო მასპინძლობა და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუსს პრაქტიკაში გავატარებთ. ვაქცინაციის პროცესს ტურიზმში აქვს ორმაგად დიდი დატვირთვა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია იქნება გავრცელებული საერთაშორისო ვიზიტორებს შორის ამა თუ იმ რესტორანზე, სასტუმროზე და სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაზე“.

საქართველოში ფართოვდება ვაქცინაციის ჯგუფები. ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ერთიანი ჯგუფის რეგისტრაცია და აცრა. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის „უსაფრთხო სასტუმროსა” და „უსაფრთხო რესტორნის” სერვისების შეთავაზებას აპირებს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page