top of page

“ბოდიშს ვიხდი, არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი ემოციური, გაბრაზებული…” – რა მიმართვას ავრცელებს...

07/09/2021

ამ ბოლო დროს, რაც არჩევნები დაიწყო, ძალიან დიდი, ორგანიზებული შეტევაა ჩემს წინააღდეგ, ონლაინში, ინტერნეტსა და სტატიებში. რათ უნდათ ეს, ვერ გავიგე, ოპოზიციასაც და პოზიციასაც, ვიცი, ორივე მისმენთ, ყველას უნდა გაწყობდეთ, რომ იყოს დამოუკიდებელი ჯანდაცვის ექსპერტი, ერთი მაინც, – ამის შესახებ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მორიგ ვიდეომიმართვისას საუბრობს.


ფხაკაძე ამბობს, რომ არავის მხარეს არ არის, არც არავის წინააღმდეგია და „ვერავისტი“ ვერ იქნება, რადგან მას დამოუკიდებელი აზრი გააჩნია.


“ბოდიშს ვიხდი, არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი ემოციური, გაბრაზებული… ადამიანი ხტება მე-9 სართულიდან, ვეუბნები, არ გადახტე მოკვდები და მეუბნება – ჩემი უფლება არისო, შენი რა საქმეაო.


სხვათაშორის, ეს არა მხოლოდ ვაქცინას, ჩვენს მთავრობასაც ეხება. უცნაურია, ჩვენი მთავრობა ზოგჯერ მისმენს, ზოგჯერ არ მისმენს.


ზოგჯერ ვის უსმენს და ზოგჯერ ვის.


ერთ რაღაცას ვიტყვი, ვაქცინაციის პროგრამაში რომ ჩავარდნენ ამაში ორი აზრი არ არსებობს.


შეცდომა შეცდომაზე დაუშვეს და აღიარების მაგივრად, ვიღაცას აბრალებენ.


რამდენი ბოტი არ უნდა გამოიწერო, იმ ადამიანებს, რომლებიც გარდაიცვალნენ, ვერ შველით”,- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page