top of page

„ბუსტერ დოზები ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით იცავს, საავადმყოფოში არ მოხვდებით“ - გიორგი ფხაკაძე

02/01/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ გავრცელებულ ახალ ინფორმაციაზე წერს.


მისი თქმით, ვაქცინის ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში ადამიანი ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით არის დაცული.


„2022 წლის პირველი „კოვიდ-ამბები“, რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო.


ქვემოთ მოცემული გრაფიკა აჩვენებს ლონდონის რეანიმაციული საწოლების მდგომარეობას 2013 წლიდან დღემდე. ლურჯი ფერის გრაფიკა არის შარშანდელი მდგომარეობა (როცა ვაქცინაცია არ იყო - იანვარ-თებერვალში) და დღევანდელი მდგომარეობა ასახულია შავი გრაფიკით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვაქცინაცია მუშაობს

დიახ, კოვიდის „ომიკრონი“ აფეთქება კი არის ლონდონში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი (71% ორჯერ ვაქცინირებული და 51% ბუსტერით ვაქცინირებული) იცავს ადამიანებს რეანიმაციაში მოხვედრისგან. ეს არის ფაქტი.


ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით)


კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტი, „დელტასთან“ შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და დამძიმება/საავადმყოფოში გადაყვანა/მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებია, ანუ „დელტა“ ვარიანტის დროს 50 ინფიცირებული ადამიანიდან 9 ადამიანს სჭირდებოდა ჰოსპიტალში გადაყვანა სამკურნალოდ, „ომიკრონის“ დროს კი მხოლოდ 3 ადამიანს თუ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.


გახსოვდეთ, „ომიკრონი“ არის კორონა ვირუსი და პოსტკოვიდური მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება ყველასთვის, ვინც გადაიტანა კორონა სიმპტომურად (გამოხატულად ჩანდა, რომ ავად იყავით - სიცხე, სურდო, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ა. შ.), თუ უსიმპტომოდ (არაფერი გაწუხებდათ, მხოლოდ ტესტმა აჩვენა, რომ კორონათი ინფიცირებული ხართ).


დაიცავით საკუთარი თავი, დაიცავით თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება.


კოვიდის დამარცხება შესაძლებელია საკმაოდ მარტივად, პირველ რიგში, გამოიყენეთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი პირბადე:


🔴 გამოიყენეთ სამედიცინო (ქირურგიული) პირბადე ან


🔴 ამერიკაში N95 (United States NIOSH-42CFR84)


🔴 ევროპაში - FFP2 (Europe EN 149-2001)


🔴 ჩინეთში - KN95 (China GB2626-2006)


🔴 ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში - P2 (Australia/New Zealand AS/NZA 1716:2012)


🔴 კორეაში - Korea 1st class (Korea KMOEL - 2017-64)


🔴 იაპონიაში - DS2 (Japan JMHLW-Notification 214, 2018)


🔴 ბრაზილიაში - PFF2 (ABNT/NBR 13.698-2011 – Brazil)


ზემოთ ჩამოთვლილი პირბადეები არის თქვენი საუკეთესო თავდაცვის საშუალებები.

ვაქცინაციას რაც შეეხება, ამჟამად ყველაზე ეფექტური ვაქცინებია: „ფაიზერი/ბიონტეკი“ და „მოდერნა“, - წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page