გადავწყვიტე, კორონავირუსზე აღარ ვილაპარაკებ! – ნახეთ, რა გახდა გიორგი ფხაკაძისთვის ამ...
24/03/2021

ვამბობ, ცუდად არის საქმე, მაგრამ არავის ესმის!, – ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კორონავირუსზე საუბარს წყვეტს, რადგან ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება არავის ადარდებს.
„ვამბობ, ცუდად არის საქმე, მაგრამ არავის ესმის! მე ჩემი სათქმელი ვთქვი, გაგაფრთხილეთ!
ქვეყანაში უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებს არც კოვიდი, არც ადამიანების ჯანმრთელობა, არც ეკონომიკა!
ვაქცინაციის დაგეგმარებაში შეცდომა იყო სექტემბრიდან! გადავწყვიტე, კორონავირუსზე აღარ ვილაპარაკებ!
ვთქვი, საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო, შემდეგ თქვეს ამათაც, მანამდე სად იყვნენ?! ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი!
ვაქცინაცია უნდა იყოს უსაფრთხო! მეგი ბაქრაძე არ გარდაიცვალა ვაქცინის გამო, ჩვენი კოლეგა იმიტომ დავკარგეთ, რომ სისტემა არის მახინჯი,, სისტემა არის დამნაშავე…
ორგანიზაცია დავაფუძნე „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“! ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს.”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil