top of page

გაეროს 2020 წლის კვლევა საქართველოს ანგარიშვალდებულების საკითხებთან დაკავშირებით

18/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

2020 წელს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭოს მიერ ჩატარებული საქართველოს ანგარიშვალდებულების კვლევა.

გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭო, ყოველი ქალის, ბავშვის, მოზარდისთვის (IAP), 2020 წლის ანგარიშის დასრულების პროცესშია.


იგი ეხება ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ანგარიშგებას საყოველთაო ჯანდაცვით მოცვასა და მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში. 2020 წლის ანგარიში ასახავს ხუთი ქვეყნის ნაციონალურ კვლევას, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოზეა. ანგარიში წარდგენილ იქნება ამა წლის ივლისში, მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე, ნიუ-იორკში.

საქართველოში ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის მიმართულებით საჯარო-კერძო პარტნიორობის ანგარიშგების შესახებ კვლევა განხორციელდა და მომზადდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად.


კვლევის სამუშაო პროცესს ხელმძღვანელობდა პროფესორი, გიორგი ფხაკაძე. ანგარიშის პროექტზე მუშაობა დასრულებულია (აღნიშნულ წერილს თან ერთვის ანგარიშის პროექტი). IAP მიიჩნევს, რომ ეს კვლევა შეიტანს წვლილს საქართველოს SDG-ების ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის პროცესში და ასევე, მხარს დაუჭერს სახელმწიფოს ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით პროგრესის მიღწევაში

მნიშვნელოვანია, რომ კვლევის დასრულებამდე, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მისაღებად, დაინტერესებული პირების ჩართულობით განხორციელდეს შეხვედრის (დიალოგი) ჩატარება. COVID 19-ის კრიზისამდე, დაგეგმილი იყო დაინტერესებული პირების პირისპირ შეხვედრა, თუმცა გეგმები შეიცვალა და დაიგეგმა ZOOM-ის ფარგლებში დიალოგი. შეხვედრა ჩატარდება 2020 წლის 30 აპრილს, თბილისის დროით 14:00 საათზე.


თქვენ მიგიჩნევთ ამ დიალოგის მნიშვნელოვან მონაწილედ და მადლიერები ვიქნებით, თუკი გექნებათ შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა და სურვილი და გაგვაცნოთ თქვენი შეხედულებები ZOOM-ის დიალოგის ფარგლებში.

Zoom-ის ზარისთვის, იხილეთ შემდეგი დეტალები:


შემოუერთდით Zoom-ის შეხვედრას: https://dtmu.zoom.us/j/99534509882

შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе







17 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page