top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

"გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას, სჯობს პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ"-ეფექტურია თუ არა

12/01/2021

საქართველოს ჯერჯერობით კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინა არ აურჩევია. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კი მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე დაწყებულია.


ვაქცინის შერჩევაში ზოგმა შეცდომა დაუშვა, ზოგი კი ჯერჯერობით აკვირდება, როგორ ინაწილებენ მდიდარი ქვეყნები მსოფლიოში უკვე შექმნილ ვაქცინებს.


საქართველოში კი ბევრს არ უნდა, რომ ჩინურ ვაქცინაზე გაკეთდეს არჩევანი.

„რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა“ რომ არ დაგვემართოს ამისთვის საჭიროა, დაველოდოთ როგორ განვითარდბა მოვლენები სხვა ქვეყნებში, – გვითხრა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.

„ჯერჯერობით კორონავირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა პირბადის ტარება და დისტანციაა. ჯობია ასე მოვიქცეთ, ვიდრე გაურკვეველი ეტიოლოგიის შხამქიმიკატი გავიკეთოთ. ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, მაგრამ ყველაფერს სჯობს ჯერ დაველოდოთ შედეგებს“, – აცხადებს ფხაკაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

პროფესორ გიორგი ფხაკაძეს „ფორტუნა“ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

მსოფლიოში ბევრს მსჯელობენ, კორონავირუსთან ბრძოლაში რომელი ვაქცინა არის უკეთესი. საქართველოში მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ჩინური ვაქცინები „სინოვაკი“ და „სინოფარმა“ ვერ იქნება სანდო, რადგან ჩინური ნაწარმი ხშირ შემთხვევაში უხარისხოსთან ასოცირდება.

ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა დამტკიცებული და არც ერთ სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.


მათ არც ერთი კლევა არ დაუბეჭდავთ. მარტივად რომ თქვათ, ვიღაცას კი უჩხვლიტეს, მაგრამ შედეგები არავისთვის გაუზიარებიათ. სიმართლე რომ გითხრათ, არავთარი მნიშვნელობა არ აქვს, ვაქცინა რუსული იქნება, ჩინური თუ ბრაზილიური, მთავარია, კარგი იყოს, მაგრამ კარგი მარტო იმ შემთხვავაში იქნება, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ექნება საშუალება, რომ მასზე ნახოს დეტალური ინფორმაცია.


მან უნდა გაიაროს მკაცრი წესები იმისათვის, რომ საბოლოოდ დამტკიცდეს. ამიტომ დავწყნარდეთ და სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ კარგია, ის ვაქცინა არ უნდა მივიღოთ. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. მნიშვნელოვანია, როგორ მოვახდენთ ვაქცინაციას. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ვაქცინაციის პირობები. “ვიმეორებ, მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე” – თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

ჩინურ ვაქცინას იმიტომ მიიჩნევენ მომხიბვლელად, რომ იაფია და მისი შენახვის პირობები მარტივია, ვიდრე მაგალითად „ფაიზერის“… ვაქცინაციასთან დაკავშირებით მსოფლიოში პოლიტიკური თამაშები დაიწყო. რუსეთი ცდილობს, თავისი გავლენების ქვეშ მყოფ ქვეყნებზე გაიტანოს ვაქცინა და იგივეს აკეთებს ჩინეთი. ისინი აფრიკის ქვეყნებს შეპირდნენ, რომ ვაქცინას მისცემენ, ვაქცინას აწვდიან იმ ქვეყნებს, სადაც არის ჩინური აბრეშუმის გზა. პრობლემა ისაა, რომ ამ ვაქცინებზე ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგები არ გვაქვს.


თუ „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში ვიცით, რომ კარგი ხაჭაპურია, მაგრამ ბოლომდე შემწვარი არაა, ჩინურ ვაქცინაში ყველი არის თუ არა, ეგეც არ ვიცით. თუ ჩვენმა სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა ვაქცინის არჩევაში, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და მა კარგად გავლანძღავ.

მსოფლიოში უკვე არსებული რომელი ვაქცინით აპირებთ, რომ აიცრათ?

გულწრფელად გეტყვით, ველოდები შედეგებს.

როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, რომ ვაქცინის არჩევაში შეცდომა არ დაუშვას?

ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით სწორი ნაბიჯები გადადგა, არის ისრაელი, დანარჩენ ქვეყნებში დიდი არეულდარეულობაა. იმიტომ რომ ვაქცინაციის საქმეში პოლიტიკოსები ჩაერივნენ.


ექიმები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას არამედ პოლიტიკოსები. ის, რაც ბრიტანეთში ხდება, მაგით უფრო დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. „ფაიზერთან“ დაკავშირებით რაოდენობა გახდა პრობლემა. არადა, ორ კვირაში წესით განმეორებით უნდა აცრან მოსახლეობა. ასე ხალხში უფრო დაბნეულობა შეაქვთ.

საქართველოში კი პირბადის ხარისხი ვერ უზრუნველყვეს. ჩვენ ვსაუბრობთ ვაქცინაზე, მაშინ როცა ელექტრონული ბარათებიც კი არ არსებობს ქვეყანაში.

ვაქცინას როცა უკეთებ ადამიანს, მას უნდა ჰქონდეს ელექტრონული ბარათი. თუ ვინმემ გაიკეთა ვაქცინა და მას ალერგიული რეაქცია ჰქონდა, მისი მონაცემები ცნობილი უნდა იყოს, რის გამო ჰქონდა ორგანიზმს ალერგიული რეაქცია და ჩვენ ეს არ გვაქვს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინური ვაქცინა ცუდი არაა, რადგან ჩინეთში აიცრნენ და პანდემიის მშობლიურ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი სულ უფრო ნაკლებია…

მეც მოვისმინე სამი მუშკეტერის გადაცემა და მოვკვდი სიცილით. ჩემი ერთადერთი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთი. სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ დაამტკიცებს, არც ერთი ვაქცინა ქვეყანაში არ უნდა იყოს შემოტანილი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი, რაც მივიღეთ „პლაქველინისა“ და და „რემდესივირის“ დროს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს წამლები კორონავირუსთან ბრძოლისთვის არ ვარგა და ჩვენ მაინც შემოვიტანეთ. ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც პიბადის ხარისხს დაადგენს და ვაქცინის ხარისხის დადგენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. როცა რაიმე არ გაქვს, უნდა დამშვიდდე, დაელოდო სხვას და როცა გეტყვიან, რომ ეს ვაქცინა კარგია, აირჩიო.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ვაქცინაციაზე მოსახლეობამ უარი არ თქვას?

სახელმწიფომ შესაძლოა ვაქცინა შემოიტანოს, მაგრამ შეიძლება მოსახლეობამ მასობრივად უარი განაცხადოს აცრაზე. ვაქცინაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომუნიკაციაა. თუ მოსახლეობა ამისთვის მზად არაა, შენ უნდა დაფიქრდე, ღირს მისი შემოტანა თუ არა. ანუ მოსახლობა უნდა მოამზადო. უნდა იმუშაო ყველა ტელევიზიასთან და ყველა რელიგიურ კონფესიებთან. მოსახლეობის 10-მა პროცენტმა ქართული არ იცის.


გაიხსენეთ მარნეულში რა მოხდა. რაიონი ჩაკეტილი რომ იყო, მოსახლეობამ არც იცოდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი წყდება ვაკეში და საბურთალოზე. ვაკელებს ჰგონიათ, რომ მთელი საქართველო არის ვაკე და ჭავჭავაძის გამზირი, რომელიც ძალიან ლამაზია. ჭავჭავაძის გამზირის გარდა არის კიდევ სხვა საქართველო, სადაც გზები არაა, ხალხი ქართულად არ ლაპარაკობს და ფულიც არ აქვთ. ექთანს აქვს ხელფასი 150 ლარი და აი, ეს 150 ლარიანი ექთანი ვაქცინაციაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარდება…საქართველო „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენებას განიხილავს: გაბუნია შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, ჩინური ვაქცინით 10 მილიონამდე ადამიანია აცრილი.


მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ექიმები ვერაფერს ამბობენ, რადგან სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, კვლევების მხოლოდ 1-ლი და მე-2 ფაზების შედეგებია ცნობილი. ვაქცინის დასამტკიცებლად კი საჭიროა, რომ მან კვლევის ხუთი ფაზა გაიაროს.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page