top of page

გაუფრთხილდით დანაზოგს, გადასახლდით სოფელში - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

31/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პანდემიის გამო მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსებში იქნება.

მისი თქმით, გამოსავალი სოფელში დასახლებაა.

“ვაქცინა როდის შემოვა, არავინ იცის…ნუ ატყუებენ ხალხს…ჩინური ვაქცინა არ უნდა შემოიტანონ” „გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რადგან ამაზე ძვირფასი, ახლა არაფერი გაგვაჩნია. გაუფრთხილდით დანაზოგს, რადგან. მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება. საქართველოში, თითქმის ყველას აქვს სოფელი, ვისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში. დაფიქრდით, როგორ დროში გვიწევს ცხოვრება.

ახლა ფუფუნების დრო არ არის, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, ნაკლები დანახარჯით, როგორ გავიტანოთ თავი და მოვიგოთ დრო. ვიღაცა შემოგვიტანს ვაქცინას, ვიღაცა გვაჩუქებს ვაქცინას, როგორც ყველა ღარიბი ქვეყნები მიიღებს ვაქცინას, ისე მიიღებს საქართველოც“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page