top of page

„გაცილებით უფრო საშიშია – პირველი დარტყმა სწორედ ბავშვებზე მოდის, შეფუთული “სეზონური გრიპის სახელით”

6 ივნისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„კოვიდი ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე “სეზონური გრიპი”. შეიგნეთ ეს ბოლოს და ბოლოს!“ მისი თქმით, კოვიდი ბავშვებში უფრო საშიშია.

„კოვიდი ბავშვებში რომ უფრო საშიშია, მე ამაზე ბოლო 2 წელია, ვსაუბრობ და ახლა უკვე კონკრეტული საჯარო სტატიებიც ხელმისაწვდომია, წაიკითხეთ, თუ ამის დრო გაქვთ. ვხედავ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან დაკავებულია და მარტო სტატიის სათაურებით და ფოტოთი აფასებთ და აკომენტრებთ ყველაფერს. ამ ტექსტსაც, სავარაუდოდ, 90% არც კი წაიკითხავს…შეგახსენებთ, პირველი კვლევა ინდოეთიდან წამოვიდა, როცა სკოლის მოსწავლეებში კოვიდაფეთქება დაფიქსირდა და მათ “გაავრცელეს” ვირუსი თავის სანათესაოში. პირველი ტალღის დროს ეგონათ, რომ ბავშვებს კოვიდი არ ემართებათ. ეს იყო შეცდომა… რა ვიცი, ჭკვიანი/სწავლული ხალხი სხვის შეცდომებზე სწავლობს…

როგორც არაერთხელ გაფრთხილებდით, საქართველოში კოვიდის მორიგი აფეთქება დაიწყო, “2022 წლის ივნის/ივლისის მორიგი კოვიდტალღა” და პირველი დარტყმა სწორედ ბავშვებზე მოდის, შეფუთული “სეზონური გრიპის სახელით”! ჩემებურად კი “სეზონური კოვიდი”!

საქართველოში არ არის “სეზონური გრიპის” აფეთქება, საქართველოში დაიწყო კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება და ბავშვები არიან ყველაზე დაუცველები….

მარტო ამერიკაში, ერთ წელიწადში 6-ჯერ უფრო ბევრი ბავშვი გარდაიცვალა კივიდით, ვიდრე სეზონური გრიპით… კიდევ რა არგუმენტი გინდათ! უი, ხო, “ამდენი ნეგატივით დავიღალეთ”, მე კი ამდენი იდიოტის (ბოდიში, მეტი რბილი სიტყვა ვერ მოვძებნე) კომენტარების მოსმენით დავიღალე!

არ გინდათ ვაქცინაცია?! პირბადე მაინც გამოიყენეთ, დიახ, ფხაკაძის საბავშვო პირბადე!

ჯანმრთელობას გისურვებთ…” - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze


---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



Post: Blog2_Post
bottom of page