23/08/2021
ხაჭაპური გამოცხვა, – ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამერიკის მედიკამენტების უსაფრთხოების უწყების მიერ „ფაიზერის“ სრულად დამტკიცებას.
მანამდე, გიორგი ფხაკაძე ამბობდა, რომ გაიკეთებდა მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც საბოლოოდ გამოცხვებოდა.
მე ჩემს მოსაზრებას არ ვცვლი, გეუბნებოდით, ფხაკაძე აიცრება მაშინ, როცა ხაჭაპური იქნება შემწვარი.მე გითხარით, ეს ხაჭაპური შემწვარი არ არის, როცა შეიწვა, გითხარით, რომ შებრაწული იყო და მე მივირთმევდი. სხვა ვაქცინის არჩევის საშუალება მქონდა, თუმცა, ავირჩიე „ფაიზერი“, ახლა მიხვდებით, რატომაც“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ცნობისთვის, „ფაიზერი“ აქამდე ე.წ. “საგანგებო ავტორიზაციით” იყო დამტკიცებული.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments