top of page

გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევა! – რაზე წერს გიორგი ფხაკაძე

03/06/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „სინოვაკის“ კვლევასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

„საკმაოდ საიმედო კვლევა “სინოვაკის“ შესახებ. გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევა და გვაჩვენა, რომ “სინოვაკის“ 2 დოზის მიღების დროს: კოვიდ-სიკვდილიანობა 95% -ით არის დაწეული;

კოვიდით რეანიმაციაში მოხვედრა 90% -ით დაიწია;


კოვიდ-სიმპტომური შრმთხვევები შემცირებულია 80% -ით.

კვლევა ჩატარდა ბრაზილიაში, პატარა ბრაზილიური ქალაქ სერრანაში, მოსახლეობა არის 30,000-მდე. მოსახლეობის 95% იყო ვაქცინირებული “სინოვაკით“.

რეინფიცირების სტატისტიკა არ გვაქვს. რამდენი თვე “გაუძლებს“ ეს ვაქცინა და როდის იქნება საჭირო ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს.

ფაქტია, ვაქცინების უმრავლესობა გიცავთ სიკვდილიანობისგან და რეანიმაციისგან​. 100%-იანი დაცვა არ აქვს არცერთ ვაქცინას, სამედიცინო პირბადე მაინც არის აუცილებელი“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page