top of page

„გიდები მიიღებენ კოვიდსერტიფიცირებული გიდის სერტიფიკატს. ჩატარდება ტრენინგები, თუ როგორ მოაწყოს...“

Updated: Feb 20, 2023

06/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ძალიან კარგად მიდის. ერთ თვეში 32-ზე მეტმა ორგანიზაციამ შემოიტანა განაცხადი, მათგან მეორე ეტაპზე გადავიდა 12, ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკა „ჰებემ“ მიიღო ფრანგული სერტიფიკატი.

მეორე ინიციატივა გუშინ დავიწყეთ. ეს არის „უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაცია“. სამედიცინო პერსონალისთვის ვამზადებთ ტრენინგებს. თუ ხართ ტრენერი, შეგიძლიათ, ჩვენთან შემოიტანოთ თქვენი ტრენინგ-მასალა, გავუკეთებთ აკრედიტაციას, მივანიჭებთ ‘CME” კრედიტს და თქვენ შეძლებთ, გაყიდოთ თქვენი ტრენინგი სამედიცინო პერსონალისათვის.

მესამე ახალი ინიციატივა ეხება ტურიზმს! პირველ რიგში, გაკეთდება გიდების აკრედიტაცია. „საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციასთან“


Sakartvelo’s Certified Guides Association

ერთად, ბატონ გიორგი დარსიმელიასთან


Giorgi Dartsimelia

ერთად კვირას ვაკეთებთ ტრენინგს. გიდები მიიღებენ კოვიდსერტიფიცირებული გიდის სერტიფიკატს.

ჩატარდება ტრენინგები, თუ როგორ მოაწყოს გიდმა უსაფრთხო ტური, რა უნდა გააკეთოს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ინფიცირება – პირველ რიგში, თვითონ იყოს დაცული, დაიცვას გარემო,სადაც არის და დაიცვას ტურისტი.

მომდევნო კვირას, ჩატარდება ტრენინგი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან. გასწავლით და დაგეხმარებით, მინიმალური ხარჯებით როგორ შეიძლება გადაეწყოთ. ვინც გაივლის ტრენინგებს, მიიღებთ სერტიფიკატს და სტიკერს – „კოვიდუსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება“. რაც შეეხება ტრენინგებს და სერტიფიკაციას, ამას ფხაკაძე გიკეთებთ უფასოდ. დავიღლები, არა უშავს, ჩვენ ახლა ტურიზმის გამართვა გვჭირდება.

ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, – მომზადდეს შემდეგი მიმართულება – „უსაფრთხო კოვიდრესტორანი“. სტუმარი რომ გემრიელ ქართულ კერძებს გასინჯავს, იმ რესტორნიდან თან კორონაც ხომ არ უნდა გამოჰყვეს?! …ამ მიმართულებით უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში დაგეხმარებით. ორი დღე დაველოდები სარესტორნე ბიზნესთან დაკავშირებული ასოციაციების გამოხმაურებას, თუ არადა მე თავად გავაკეთებ.

და რა თქმა უნდა – კოვიდუსაფრთხო აკრედიტებული სასტუმრო. ამ მიმართულებით ვისთან ვითანამშრომლებ, ჯერ არ გადამიწყვეტია.

ტურისტული სექტორი შეძლებს, ტურისტს შესთავაზოს კოვიდუსაფრთხო გიდი, კოვიდუსაფრთხო ტრანსპორტი, კოვიდუსაფრთხო რესტორანი და კოვიდუსაფრთხო სასტუმრო. უკვე არის გამოხმაურებები და მე ამას გავაკეთებ, ორშაბათიდან დაიწყება ტურისტული სექტორის აკრედიტაციის პროცესი.

ამ სერტიფიკატს თქვენ ვერ იყიდით, არ იყიდება, უფასოა, ნებაყოფლობითია, მაგრამ კორიფციით და ჩაწყობითაც ვერ მიიღებთ. უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, ფხაკაძე არ იყიდება. ველოდებით ტურისტული სექტორის გამოხმაურებას!“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page