top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

"გილოცავთ კოლეგებო, განსაკუთრებით გამიხარდა ექთნების ხელფასის ზრდა 100%-ით!" - გიორგი ფხაკაძე

01/08/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სამედიცინო პერსონალისთვის სახელფასო ანაზღაურების ზრდას ეხმიანება.

“როგორც რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის (სახელმწიფო საავადმყოფოები) ყოფილ კლინიკურ დირექტორს, მიხარია, რომ ჩემს ყოფილ თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასი გაეზრდებათ.

ასევე უნდა გაძლიერდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის სისტემა, უწყვეტი სამედიცინო განათლება და სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, კოლეგებო, განსაკუთრებით გამიხარდა ექთნების ხელფასის ზრდა 100%-ით!

ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს ფეისბუქში გიორგი ფხაკაძე. ცნობისთვის, დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ანაზღაურება საშუალოდ 50%-ით გაეზრდება ქვეყნის მასშტაბით 17 ამბულატორიაში მომუშავე მედპერსონალსაც. ექთნები დღეიდან გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page